ღვინოშია ჭეშმარიტება

ყველაფერი მეღვინეობის შესახებ

გეოგრაფიული მდებარეობა

Written By: admin - Jan• 21•12

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, შავი და კასპიის ზღვებს შორის. მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთის განედის 410 07‘ _ 430 35‘- სა და აღმოსავლეთ გრძედის 400 05‘ _ 460 44‘ შორის, დიდი კავკასიონის მთის სისტემის შუა და დასავლთ ნაწილში, შავი და კასპიის ზღვის აუზთა შორის, რომელთა ზემოქმედება განსაზღვრავს აქაური ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებას და საუკეთესო გარემოს ქმნის ორიგინალური, ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის.

მევენახეობა-მეღვინეობის მკვეთრად განსხვავებულ თავისებურებათა საფუძველზე ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად არის დაყოფილი: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო.

აღმოსავლეთ საქართველო დაქანებულია კასპიის ზღვისაკენ და ხასიათდება ზომიერი კონტინენტალური, მშრალი, სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავით.

დასავლეთ საქართველო მოქცეულია შავი ზღვის გავლენის ქვეშ და ხასიათდება ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატით.

აღმოსავლეთ საქართველო:

ა) კახეთი (შიდა და გარე კახეთი)

ბ) ქართლი (ქვემო, შუა და ზემო ქართლი)

დასავლეთ საქართველო:

ა) იმერეთი (ქვემო, შუა და ზემო იმერეთი)

ბ) რაჭა-ლეჩხუმი;

გ) შავი ზღვის სანაპირო ზოლი- ტენიანი სუბტროპიკული ზონა:

გურია, აჭარა, სამეგრელო და აფხაზეთი;

მეღვინეობა

Written By: admin - Dec• 29•11

საერთო გაგებით მეღვინეობად იგულისხმება ღვინის დაყენებისას გამოყენებული ყველა ოპერაცია რთველიდან დაწყებული მზა პროდუქციის გამოშვებამდე. უფრო ვიწრო გაგებით კი მეღვინეობა არის ყველა ტექნოლოგიური პროცესის ერთობლიობა, რომლებსაც გაივლიან ყურძენი და მისგან მიღებული წვენი.
ღვინოდ ყურძნის გადამუშავების ხერხები და ღვინის დამუშავება, რომლებიც ერთნაირი ხარისხითაა გამოყენებული ყველა კატეგორიის ღვინოებში, ჩვეულებრივ გაერთიანებული არიან საერთო სახელწოდებით ზოგადი მეღვინეობა