Archive for the ‘მევენახეობა’ Category

კრახუნა

i187763072_68915_3.jpg        კრახუნა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გეოგრაფიული დარაიონების მიხედვით იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად იგი გავრცელებულია ზესტაფონისა და ბაღდათის რაიონებში. მცირე ნარგავებად ან მინარევების სახით გვხვდება აგრეთვე ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონებში. დანარჩენ მხარეებში კრახუნა მხოლოდ კოლექციებშია გაშენებული.

სამეურნეო დანიშნულებით მაღალხარისხოვანი საღვინე ვაზის ჯიშია, რის გამოც იგი საქართველოს სამრეწველო ვაზის ჯიშთა სტანდარტშია შეტანილი.

მისი პროდუქცია წარმატებით გამოიყენება როგორც მარკიანი სუფრის ღვინის, ისე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულითა და ჰარმონიით, მაღალი გემური მაჩვენებლებით, შენახვის დიდი უნარითა და ტრანსპორტაბელურობით. ყურძნის გვიანი კრეფისას მისგან მზადდება განსაკუთრებით მაღალი ღირსების მაგარი და სადესერტო ღვინო, ჯიშური არომატით მდიდარი და ხალისიანი მჟავიანობით. იმერეთის პირობებში კრახუნას ყურძენი გამოყენებულია აგრეთვე სასუფრედაც

თავკვერი

georgian_grapes_14.jpg ქართლში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სახელი მას დაერქვა მარცვლის კვერისებრი მოყვანილობის გამო. დგება საშუალო ხარისხის ღვინო. გამოსავლიანობა დიდი აქვს. წარსულში ჩინურთან და გორულ მწვანესთან კუპაჟში იძლეოდა ხალისიან ღვინოს “ხიდისთაური ვარდისფერის” სახით. ამ ჯიშს ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები აქვს (ერთსქესიანია) და საჭიროებს ხელოვნურ დამტვერვას, ამიტომ თავკვერის ნარგავში ორსქესიანი ვაზები მორიგეობით უნდა გაშენდეს. მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევარში (V პერიოდი).

ალექსანდროული

alexandrouli.jpg

ალექსანდროული - რაჭაში გავრცელებული ძირითადი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ამ ძვირფას ჯიშიდან ოდიდგანვე ამზადებდნენ სუფრის მშრალ ღვინოს “ალექსანდროული”-ს სახელწოდებით და სახელგანთქმულ ნახევრად ტკბილ ღვინო “ხვანჭკარას”. (რომლის კუპაჟში აგრეთვე შედის 5-დან 20%-მდე მუჯურეთული).
ალექსანდროული გავრცელებულია ქვედა რაჭაში მდ. რიონის მარჯვენა მხარეზე და ალპანისა და ორბელის მიკრორაიონებში. ხვანჭკარის მიკრორაიონში ეს ძვირფასი ჯიში გაშენებულია ზღვის დონიდან 700 მეტრზე, ყურძენი საშუალოზე ნაკლები მოსავლიანობისაა და იკრიფება ოქტომბრის პირველ ნახევრიდან.

ოჯალეში

ojaleshi1.jpgოჯალეში ერთ-ერთი უძველესი და გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია სამეგრელოსა და ლეჩხუმში. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ამ ჯიშიდან ამზადებდნენ ბუნებრივად მოტკბო ღვინოს, რომელიც შემდგომში პირველ ქართულ სამარკო ღვინოდ ჩამოყალიბდა.
ლეჩხუმისა და გურული ოჯალეში მკვეთრად განსხვავდება, როგორც ერთმანეთისაგან, ისე მეგრული ოჯალეშისაგან. ლეჩხუმის ოჯალეშიდან, ზუბი-ოყურეშის მიკრორაიონში, მზადდება მაღალი ღირსების ნახევრად ტკბილი ღვინო “ოჯალეში”. გურული ოჯალეში ადგილობრივი მოხმარებისაა და არ გამოიყენება მასიურ წარმოებაში. მეგრული ოჯალეში იძლევა სუფრის მშრალ ღვინოს, თავისი ძარღვიანობითა და ჰარმონიულობით ალაზნის მარჯვენა მხარის ღვინოებს ემსგავსება.
ვაზი საშუალო მოსავლისაა. სუსტად უძლებს სოკოვან დაავადებებს.
ლეჩხუმის ოჯალეში იკრიფება ნოემბრის პირველ ნახევარში (VI პერიოდი).

ქართული ვაზის 521 ჯიში

1 აბისტაჯ თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
2
აბსუაჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
3
აბშილური შავი სამეგრელო მც. გავრც.
4
აგაშკურ ვარდისფერი აფხაზეთი მც. გავრც.
5
აგბიჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
6
აგუტოლიჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
7
ადანასური შავი იმერეთი მც. გავრც.
8
ადრეული თეთრი ქართლი მც. გავრც.
9
ავასირხვა თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
10
ავრეხი თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
11
ათასარკვა შავი აფხაზეთი მც. გავრც.
12
ათინაური თეთრი გურია მც. გავრც.
13
ათურქუჯ თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
14
აკაბილიჯ თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
15
აკასაჯ თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
16
აკაბილ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
17
აკუმშტალ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
18
აკიდო შავი გურია მც. გავრც.
19
აკლიკ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
20
აკომშტალ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
21
აკუბასა შავი აფხაზეთი მც. გავრც.
22
აკუშარ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
23
ალადასტური შავი გურია მც. გავრც.
24
ალექსანდროული შავი რაჭა ფართ. Gავრც.
25
ალექსანდროული თეთრი თეთრი რაჭა მც. გავრც.
26
ალეში თეთრი ვარდისფერი რაჭა მც. გავრც.
27
ალმურა თეთრი თეთრი აჭარა მც. გავრც.
28
ალმურა შავი შავი აჭარა მც. გავრც.
29
ამგურჩალ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
30
ამლახუ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
31
ამოფხიჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
32
ანდრეული თეთრი ქართლი მც. გავრც.
33
ანდრიასეული თეთრი ქართლი მც. გავრც.
34
ანდრიული თეთრი ქართლი მც. გავრც.
35
აპაპინჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
36
აპუჯერა შავი აფხაზეთი მც. გავრც.
37
აჯაპშ ვარდისფერი აფხაზეთი მც. გავრც.
38
აჯემჩიღ ვარდისფერი აფხაზეთი მც. გავრც.
39
აჯია ვარდისფერი აფხაზეთი მც. გავრც.
40
აჯიგრა ვარდისფერი აფხაზეთი მც. გავრც.
41
აჯკვაკვა თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
42
აჯხვატა თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
43
აჯყაფშ ვარდისფერი აფხაზეთი მც. გავრც.
44
არაბეული თეთრი თეთრი რაჭა მც. გავრც.
45
არაბეული შავი შავი რაჭა მც. გავრც.
46
არაგვისპირული თეთრი ქართლი მც. გავრც.
47
ასურეთული შავი შავი ქართლი საკმ. გავრც.
48
აფხაზურა თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
49
აფხაზური შავი ლეჩხუმი მც. გავრც.
50
აცილმიჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
51
აყაფშ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
52
აშუღაჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
53
აჩკიკიჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
54
აძნიჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
55
აწლიჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
56
აჭანდრის წითელი შავი აფხაზეთი მც. გავრც.
57
ახალაკი მუქი წითელი აჭარა მც. გავრც.
58
ახარდან შავი აფხაზეთი მც. გავრც.
59
ახუხუჯ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
60
ბადაგი მუქი ვადისფერი გურია მც. გავრც.
61
ბაზალეთური თეთრი იმერეთი მც. გავრც.
62
ბათომურა შავი აჭარა მც. გავრც.
63
ბაღის ყურძენი თეთრი აჭარა მც. გავრც.
64
ბახვა შავი რაჭა მც. გავრც.
65
ბახვას ყურძენი შავი გურია მც. გავრც.
66
ბეგლარის ყურძენი თეთრი რაჭა მც. გავრც.
67
ბელარანი შავი ლეჩხუმი მც. გავრც.
68
ბელაქნური თეთრი საინგილო მც. გავრც.
69
ბეჯანა თეთრი მესხეთი მც. გავრც.
70
ბეჯანაური თეთრი კახეთი მც. გავრც.
71
ბერბეშო შავი რაჭა მც. გავრც.
72
ბეროულა თეთრი რაჭა მც. გავრც.
73
ბერძულა შავი გურია მც. გავრც.
74
ბეწოურა შავი იმერეთი მც. გავრც.
75
ბზვანურა შავი იმერეთი მც. გავრც.
76
ბორჩალო შავი ქართლი მც. გავრც.
77
ბროლა თეთრი აჭარა მც. გავრც.
78
ბუა ყურძენი თეთრი კახეთი მც. გავრც.
79
ბუდეშური თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
80
ბუდეშური წითელი წითელი კახეთი მც. გავრც.
81
ბუერა თეთრი კახეთი მც. გავრც.
82
ბუზა შავი ქართლი მც. გავრც.
83
ბურძღალა შავი აჭარა მც. გავრც.
84
ბურძღუმი შავი ქართლი მც. გავრც.
85
ბუტკო შავი აჭარა მც. გავრც.
86
ბუტკუა თეთრი რაჭა მც. გავრც.
87
გაბაშა თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
88
გაბეხაური თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
89
გაბეხაური შავი შავი იმერეთი მც. გავრც.
90
გავაზური შავი კახეთი მც. გავრც.
91
გამოყვანილი შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
92
განახარული შავი ქართლი მც. გავრც.
93
გაღმამხარული შავი კახეთი მც. გავრც.
94
გოდაათური ღია შავი სამეგრელო მც. გავრც.
95
გომის თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
96
გომის წითელი წითელი იმერეთი მც. გავრც.
97
გორგოული თეთრი აჭარა მც. გავრც.
98
გორულა თეთრი ქართლი საკმ. გავრც.
99
გორულა მწვანე თეთრი ქართლი ფართ. გავრც.
100
გრეხი თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
101
გრძელმტევანა თეთრი კახეთი მც. გავრც.
102
გრძელმტევნინანი თეთრი ქართლი მც. გავრც.
103
დაკიდულა თეთრი ქართლი მც. გავრც.
104
დამპალა შავი კახეთი მც. გავრც.
105
დანახარული მუქი წითელი ქართლი მც. გავრც.
106
დაქცეული შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
107
დედოფლის კითი თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
108
დევისთვალა თეთრი საინგილო მც. გავრც.
109
დიდმტეანა თეთრი საინგილო მც. გავრც.
110
დიდშავა შავი იმერეთი მც. გავრც.
111
დიღმურა წითელი ქართლი მც. გავრც.
112
დედათყურძენი თეთრი კახეთი მც. გავრც.
113
დონდლაბი შავი შავი იმერეთი მც. გავრც.
114
დორდღო თეთრი გურია მც. გავრც.
115
დუდღუში თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
116
დღვლაბე თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
117
ეგურძგული თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
118
ენაგეთის თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
119
ენაგეთის წითელი შავი ქართლი მც. გავრც.
120
ენდელაძისეული შავი იმერეთი მც. გავრც.
121
ვაზისყბნის წითელი შავი კახეთი მც. გავრც.
122
ვაზისყბნის თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
123
ვაიოს საფერავი შავი აჭარა მც. გავრც.
124
ვანის ჩხავერი ვარდისფერი იმერეთი მც. გავრც.
125
ვარდისფერა ღია ვარდისფერი კახეთი მც. გავრც.
126
ვარდისფერი ყურძენი მუქი ვადისფერი კახეთი მც. გავრც.
127
ვაციწვერა თეთრი გურია მც. გავრც.
128
ვერტყვიჭალის შავი შავი იმერეთი მც. გავრც.
129
ვერტყვიჭალის თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
130
ვერნახი შავი სამეგრელო მც. გავრც.
131
ვირაყურძენი თეთრი ქართლი მც. გავრც.
132
ვორონა შავი გურია მც. გავრც.
133
ზაქათალის შავი მუქი ვადისფერი საინგილო მც. გავრც.
134
ზაქათალის წითელი წითელი საინგილო მც. გავრც.
135
ზენათური თეთრი გურია მც. გავრც.
136
ზერდაგი თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
137
თაკვერი დიდმარცვალა შავი კახეთი მც. გავრც.
138
თაკვერი პატალანთეული შავი კახეთი მც. გავრც.
139
თაკვერი ქართლის შავი ქართლი მც. გავრც.
140
თაკვერი საფერავისებური შავი კახეთი მც. გავრც.
141
თავდაკიდული თეთრი მესხეთი მც. გავრც.
142
თავცეცხლა ვარდისფერი მესხეთი მც. გავრც.
143
თავწითელა თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
144
თბილური თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
145
თეთრი ხარისთვალა თეთრი კახეთი მც. გავრც.
146
თეთრი მსხვილთვალა თეთრი კახეთი მც. გავრც.
147
თეთრა თეთრი აჭარა მც. გავრც.
148
თეთრა ლაბილაძის თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
149
თეთრი ყურძენი თეთრი გურია მც. გავრც.
150
თეთრი ჩხავერი თეთრი გურია მც. გავრც.
151
თეთრიშა თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
152
თვალდამწვრისეული თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
153
თითა კახური თეთრი კახეთი მც. გავრც.
154
თითა იმერული თეთრი იმერეთი მც. გავრც.
155
თითა რაჭული თეთრი რაჭა მც. გავრც.
156
თითა მესხური თეთრი მესხეთი მც. გავრც.
157
თოვანი თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
158
თუთაში თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
159
თურვანდი თეთრი აჭარა მც. გავრც.
160
თქვაფუნა თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
161
თქვლაფა თეთრი გურია მც. გავრც.
162
თქლაფა თეთრი იმერეთი მც. გავრც.
163
თხლაფა თეთრი იმერეთი მც. გავრც.
164
თხმორულა თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
165
თხურთხუ თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
166
ინგილოური თეთრი კახეთი მც. გავრც.
167
ინსტიტუტის გრძელმტევანა თეთრი კახეთი მც. გავრც.
168
იყალთოს წითელი შავი კახეთი მც. გავრც.
169
კაბისტონი შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
170
კაიკაციშვილისეული თეთრი თეთრი აჭარა მც. გავრც.
171
კაკნატელა თეთრი გურია მც. გავრც.
172
კამური შავი შავი გურია მც. გავრც.
173
კამური თეთრი თეთრი გურია მც. გავრც.
174
კაპიტა წითელი ქართლი მც. გავრც.
175
კაპისტონი მეგრული თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
176
კაპისტონი მრგვალი შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
177
კაპისტონი თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
178
კაპისტონი გაღმოური თეთრი იმერეთი მც. გავრც.
179
კაპისტონი წიწილიანი თეთრი გურია მც. გავრც.
180
კასპური თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
181
კატური თეთრი გურია მც. გავრც.
182
კახის თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
183
კახის წითელი შავი კახეთი მც. გავრც.
184
კახის ყურძენი თეთრი კახეთი მც. გავრც.
185
კახური თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
186
კაჭიჭი შავი აფხაზეთი მც. გავრც.
187
კეთილური შავი სამეგრელო მც. გავრც.
188
კერთოლი შავი სამეგრელო მც. გავრც.
189
კეშელავას თეთრი თეთრი გურია მც. გავრც.
190
კეხვა ვარდისფერი ქართლი მც. გავრც.
191
კვაწახურა თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
192
კვირისთავა თეთრი აჭარა მც. გავრც.
193
კიამოხტა თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
194
კიბურა ვარდისფერი აჭარა მც. გავრც.
195
კიკაჩა შავი წითელი გურია მც. გავრც.
196
კიკაჩა თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
197
კირწმაგარა შავი რაჭა მც. გავრც.
198
კირწწითელა შავი აჭარა მც. გავრც.
199
კლარჟული თეთრი აჭარა მც. გავრც.
200
კლდის წითელი შავი მესხეთი მც. გავრც.
201
კლერტმაგარა შავი იმერეთი მც. გავრც.
202
კოლოში შავი სამეგრელო მც. გავრც.
203
კორტნულა შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
204
კორძალა წითელი გურია-აჭარა მც. გავრც.
205
კოცხანა შავი გურია მც. გავრც.
206
კრახუნა თეთრი თეთრი იმერეთი ფართ. გავრც.
207
კრახუნა შავი შავი იმერეთი მც. გავრც.
208
კუდურაული თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
209
კუმსი თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
210
კუმსი შავი შავი კახეთი მც. გავრც.
211
კუმსი ყვითელი ყვითელი კახეთი მც. გავრც.
212
კუმუშა წითელი გურია მც. გავრც.
213
კუნძა თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
214
კუნძა შავი შავი იმერეთი მც. გავრც.
215
კუპრაშვილისეული შავი იმერეთი მც. გავრც.
216
კურკენა თეთრი კახეთი მც. გავრც.
217
კუტალა შავი სამეგრელო მც. გავრც.
218
ლაგილური თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
219
ლაკი თეთრი ქართლი მც. გავრც.
220
ლაკოაჯ მუქი ლურჟი აფხაზეთი მც. გავრც.
221
ლეკური ყურძენი შავი კახეთი მც. გავრც.
222
ლივანურა თეთრი თეთრი აჭარა მც. გავრც.
223
ლივანურა შავი შავი აჭარა მც. გავრც.
224
მაგარა შავი აჭარა მც. გავრც.
225
მაგანაკური წითელი გურია მც. გავრც.
226
მაისა თეთრი გურია მც. გავრც.
227
მამუკას საფერე შავი იმერეთი მც. გავრც.
228
მამუკა ვაზი შავი იმერეთი მც. გავრც.
229
მანდიკოური წითელი გურია მც. გავრც.
230
მარგული საფერე შავი იმერეთი მც. გავრც.
231
მარნეულის ადრეულა თეთრი ქართლი მც. გავრც.
232
მარნეულის შავი შავი ქართლი მც. გავრც.
233
მარჟენი ვარდისფერი ვარდისფერი კახეთი მც. გავრც.
234
მაური თეთრი თეთრი გურია მც. გავრც.
235
მაღლარი შავი იმერეთი მც. გავრც.
236
მაღრანული შავი იმერეთი მც. გავრც.
237
მაჩანოური შავი იმერეთი მც. გავრც.
238
მაჩანოური წითელი იმერეთი მც. გავრც.
239
მაჭყვატური შავი სამეგრელო მც. გავრც.
240
მახათური წითელი გურია მც. გავრც.
241
მახვატელი თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
242
მგალობლიშვილი შავი იმერეთი მც. გავრც.
243
მეგრელაური თეთრი რაჭა მც. გავრც.
244
მეკრენჩხულა თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
245
მეკრენჩხი შავი აჭარა მც. გავრც.
246
მელიკუდა თეთრი ქართლი ფართ. გავრც.
247
მელანისეული შავი იმერეთი მც. გავრც.
248
მენჟიანთეული შავი კახეთი მც. გავრც.
249
მირზანული თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
250
მისკიეთა თეთრი კახეთი მც. გავრც.
251
მკვრივი ყურძენი თეთრი ქართლი მც. გავრც.
252
მორცხულა შავი აჭარა მც. გავრც.
253
მოსავლიანი შავი კახეთი მც. გავრც.
254
მოქათური წითელი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
255
მსხვილთვალა თეთრი იმერეთი მც. გავრც.
256
მსხვილთვალა თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
257
მსხვილთვალა შავი შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
258
მსხვილკუმფხალა თეთრი იმერეთი მც. გავრც.
259
მტევანდიდი შავი გურია მც. გავრც.
260
მტრედისფერა შავი იმერეთი მც. გავრც.
261
მტრედისფეხა წითელი გურია მც. გავრც.
262
მურადოული თეთრი იმერეთი მც. გავრც.
263
მუხამწვანე თეთრი ქართლი მც. გავრც.
264
მუხიშხა შავი სამეგრელო მც. გავრც.
265
მუჟურეთული შავი რაჭა-ლეჩხუმი საკმ. გავრც.
266
მცვივანი კახური თეთრი კახეთი მც. გავრც.
267
მცვივანი ადრეულა თეთრი კახეთი მც. გავრც.
268
მცვივანი პატალანთეული თეთრი კახეთი მც. გავრც.
269
მცვივანი იმერული თეთრი იმერეთი მც. გავრც.
270
მცვივანი რაჭული თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
271
მცვივანი გურული წითელი გურია მც. გავრც.
272
მწვანე კახური თეთრი კახეთი მც. გავრც.
273
მწვანე ყვითელი ყვითელი კახეთი მც. გავრც.
274
მწვანურა თეთრი აჭარა მც. გავრც.
275
მწვანე აჭარული თეთრი აჭარა მც. გავრც.
276
მწვანე ავრეხი თეთრი ქართლი მც. გავრც.
277
მწვანე იმერული თეთრი იმერეთი მც. გავრც.
278
მწვანე რაჭული თეთრი რაჭა მც. გავრც.
279
მწკლარტა შავი კახეთი მც. გავრც.
280
მჭკნარა დონდღლაბი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
281
მხარგრძელი თეთრი კახეთი მც. გავრც.
282
მხარგრძელი ყვითელი თეთრი კახეთი მც. გავრც.
283
ნათელა თეთრი იმერეთი მც. გავრც.
284
ნაკუთვნეული შავი რაჭა მც. გავრც.
285
ნაშენება შავი გურია მც. გავრც.
286
ნაცარა შავი რაჭა მც. გავრც.
287
ნოშრიო შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
288
ობჩური შავი შავი იმერეთი მც. გავრც.
289
ორბელური შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
290
ორჟოხული თეთრი აჭარა მც. გავრც.
291
ოფოფი თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
292
ოფოურა შავი გურია მც. გავრც.
293
ოხტოურა თეთრი იმერეთი მც. გავრც.
294
ოქროულა თეთრი კახეთი მც. გავრც.
295
ოქონა თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
296
ოცხანური საფერე შავი იმერეთი საკმ. გავრც.
297
ოჟალეში შავი სამეგრელო საკმ. გავრც.
298
ოჟალეში გურიის შავი გურია მც. გავრც.
299
პაატასეული წითელი კახეთი მც. გავრც.
300
პანეში შავი სამეგრელო მც. გავრც.
301
პაპასკირი შავი კახეთი მც. გავრც.
302
პეტრიჯი შავი აფხაზეთი მც. გავრც.
303
პირღებულა თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
304
პირღებულა შავი შავი ქართლი მც. გავრც.
305
პირღებულა ვარდისფერი ვარდისფერი ქართლი მც. გავრც.
306
პოვნილი მუქი წითელი აჭარა მც. გავრც.
307
პუმპულა შავი სამეგრელო მც. გავრც.
308
ჯღია მუქი წითელი კახეთი მც. გავრც.
309
ჯღია საგვიანო შავი კახეთი მც. გავრც.
310
რაბათის წითელი შავი იმერეთი მც. გავრც.
311
რკო შავი შავი იმერეთი მც. გავრც.
312
რკო თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
313
რქაწითელი თეთრი კახეთი ფართ. გავრც.
314
რცხილი შავი გურია მც. გავრც.
315
საადრეო თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
316
საბატონო თეთრი ქართლი მც. გავრც.
317
საირმულა თეთრი ლეჩხუმი მც. გავრც.
318
საკმიელა თეთრი გურია მც. გავრც.
319
საკნატურა თეთრი გურია მც. გავრც.
320
საკუმა თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
321
სალიკლევი შავი აჭარა მც. გავრც.
322
სამარხი თეთრი გურია მც. გავრც.
323
სამაჭრო თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
324
სამაჭრია შავი იმერეთი მც. გავრც.
325
სამჩხავერა წითელი გურია მც. გავრც.
326
სამადაშვილისეული წითელი კახეთი მც. გავრც.
327
სამჭაჭა შავი იმერეთი მც. გავრც.
328
საფარეული თეთრი მესხეთი მც. გავრც.
329
საფერავი თეთრი შავი კახეთი ფართ. გავრც.
330
საფერავი ბუდეშურისებური შავი კახეთი მც. გავრც.
331
საფერავი ფაჩხა შავი კახეთი მც. გავრც.
332
საფერავი ატენის შავი ქართლი მც. გავრც.
333
საფერავი ბეჯაშვილის შავი ქართლი მც. გავრც.
334
საფერავი მეჟვრისხევის შავი ქართლი მც. გავრც.
335
საფერავი გურიის შავი გურია მც. გავრც.
336
საფერავი აჭარული შავი აჭარა მც. გავრც.
337
საფერავი მსხვილმარცვალა შავი კახეთი მც. გავრც.
338
საფენა თეთრი კახეთი მც. გავრც.
339
საღვინე წითელი შავი კახეთი მც. გავრც.
340
საჩურჩხლე თეთრი კახეთი მც. გავრც.
341
საწური შავი აჭარა მც. გავრც.
342
სიმონასეული შავი კახეთი მც. გავრც.
343
სიონის თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
344
სირგულა თეთრი კახეთი მც. გავრც.
345
სუფრის თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
346
სხალთაური თეთრი აჭარა მც. გავრც.
347
სხილათუბანი შავი გურია მც. გავრც.
348
ტაგიძურა შავი აჭარა მც. გავრც.
349
ტატლიჯი შავი აფხაზეთი მც. გავრც.
350
ტატანაური ვარდისფერი ქართლი მც. გავრც.
351
ტყის ვაზი შავი აჭარა მც. გავრც.
352
ტყის ყურძენა შავი აჭარა მც. გავრც.
353
უსახელოური შავი რაჭა-ლეჩხუმი საკმ. გავრც.
354
უსახელოური ვარდისფერი ვარდისფერი იმერეთი მც. გავრც.
355
უსახელო წითელი შავი სამეგრელო მც. გავრც.
356
უჩაჭუბური შავი სამეგრელო მც. გავრც.
357
უჩახარდანი შავი სამეგრელო მც. გავრც.
358
უცნობი შავი შავი კახეთი მც. გავრც.
359
უცნობი თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
360
უწყვეტი თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
361
ფართალა თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
362
ფართალა შავი შავი ქართლი მც. გავრც.
363
ფაჩხატა შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
364
ფეროვანი შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
365
ფეროვანი პატარიძის ვარდისფერი იმერეთი მც. გავრც.
366
ფერუანი შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
367
ფითრა თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
368
ქართული საადრეო თეთრი კახეთი მც. გავრც.
369
ქართლური ჭროღა წითელი ქართლი მც. გავრც.
370
ქართულა თეთრი იმერეთი მც. გავრც.
371
ქაქიტაური თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
372
ქაქუთურა თეთრი გურია მც. გავრც.
373
ქველოური შავი იმერეთი მც. გავრც.
374
ქვიშხური (გორული მწვანე) თეთრი იმერეთი მც. გავრც.
375
ქისი თეთრი კახეთი მც. გავრც.
376
ქისტაურული შავი შავი კახეთი მც. გავრც.
377
ქიშური საადრეო თეთრი ქართლი მც. გავრც.
378
ქიშური თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
379
ქიშური შავი შავი ქართლი მც. გავრც.
380
ქიშური მსხვილმარცვალა თეთრი ქართლი მც. გავრც.
381
ქორქაულა შავი აჭარა მც. გავრც.
382
ქურთას ვარდისფერი ვარდისფერი ქართლი მც. გავრც.
383
ქციის თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
384
ქციის შავი შავი ქართლი მც. გავრც.
385
ღარიბა თეთრი თეთრი ქართლი მც. გავრც.
386
ღარიბა შავი შავი ქართლი მც. გავრც.
387
ღვანურა შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
388
ღვინის თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
389
ღვინის წითელი შავი კახეთი მც. გავრც.
390
ღორისთვალა შავი იმერეთი მც. გავრც.
391
ღრუბელა ქართლის ღრუბლის ფერი ქართლი მც. გავრც.
392
ღრუბელა კახური ღრუბლის ფერი კახეთი მც. გავრც.
393
ღრუბელა იმერული ღრუბლის ფერი იმერეთი მც. გავრც.
394
ყვირა შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
395
ყითელი ცხენისძუძუ თეთრი კახეთი მც. გავრც.
396
ყორნისთვალა შავი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
397
შაბა თეთრი ქართლი მც. გავრც.
398
შავბარდა შავი იმერეთი მც. გავრც.
399
შავი ყურძენი შავი კახეთი მც. გავრც.
400
შავი ამლახუ შავი აფხაზეთი მც. გავრც.
401
შავთხილა შავი კახეთი მც. გავრც.
402
შავკაპიტო შავი ქართლი მც. გავრც.
403
შავშურა თეთრი აჭარა მც. გავრც.
404
შავყურძენა შავი იმერეთი მც. გავრც.
405
შავჩხავერა შავი გურია მც. გავრც.
406
შემოდგომის შავი შავი იმერეთი მც. გავრც.
407
შირაკენი თეთრი ქართლი მც. გავრც.
408
შიშველი შავი აჭარა მც. გავრც.
409
ჩაკმაშურა თეთრი კახეთი მც. გავრც.
410
ჩეკოლოში თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
411
ჩეპეში წითელი გურია მც. გავრც.
412
ჩერგვალი თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
413
ჩეში თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
414
ჩეჭკიში თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
415
ჩეჭიფეში თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
416
ჩეხარდანი თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
417
ჩინური თეთრი ქართლი ფართ. გავრც.
418
ჩინური შავი შავი ქართლი მც. გავრც.
419
ჩინური ავრეხი თეთრი ქართლი მც. გავრც.
420
ჩიტისთვალა თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
421
ჩიტისთვალა ქართლის თეთრი ქართლი მც. გავრც.
422
ჩიტისთვალა შავი შავი კახეთი მც. გავრც.
423
ჩიტისთვალა ბოდბური თეთრი კახეთი მც. გავრც.
424
ჩიტისთვალა აჭარული შავი აჭარა მც. გავრც.
425
ჩიღვინაური თეთრი იმერეთი მც. გავრც.
426
ჩიჩკიში თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
427
ჩხაბერძულა შავი სამეგრელო მც. გავრც.
428
ჩხავერი შავი გურია ფართ. გავრც.
429
ჩხინკოური თეთრი იმერეთი მც. გავრც.
430
ჩხინკილოური თეთრი გურია მც. გავრც.
431
ჩხოროკუნი წითელი სამეგრელო მც. გავრც.
432
ჩხუში შავი სამეგრელო მც. გავრც.
433
ჩხუჩეში თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
434
ცანაფითა შავი გურია მც. გავრც.
435
ცვითე თეთრი აჭარა მც. გავრც.
436
ცივჩხავერა შავი გურია მც. გავრც.
437
ცივჩხავერა ვარდისფერი ვარდისფერი გურია მც. გავრც.
438
ცისფერერულა რუხი გურია მც. გავრც.
439
ციცქა გაბეხაური თეთრი იმერეთი მც. გავრც.
440
ციცქა საჩხერული თეთრი იმერეთი მც. გავრც.
441
ციცქა თეთრი იმერეთი ფართ. გავრც.
442
ცოლიკაური თეთრი იმერეთი ფართ. გავრც.
443
ცოლიკაური მსხვილთვალა თეთრი იმერეთი მც. გავრც.
444
ცოლიკაური გრძელმარცვალა თეთრი იმერეთი მც. გავრც.
445
ცოლიკაური კოხიძის თეთრი იმერეთი მც. გავრც.
446
ცრუ ცოლიკაური თეთრი იმერეთი მც. გავრც.
447
ცხენისძუძუ კახური თეთრი კახეთი მც. გავრც.
448
ცხენისძუძუ თეთრი თეთრი მესხეთი მც. გავრც.
449
ცხენისძუძუ შავი შავი მესხეთი მც. გავრც.
450
ცხენისძუძუ აჭარული შავი აჭარა მც. გავრც.
451
ცხენისძუძუ აფხაზური შავი აფხაზეთი მც. გავრც.
458
ძველი ობჩური შავი იმერეთი მც. გავრც.
459
ძველი სამაჭრე შავი იმერეთი მც. გავრც.
460
ძიგანიძე შავი იმერეთი მც. გავრც.
461
ძიგანოური შავი იმერეთი მც. გავრც.
462
ძირაგეულის შავი შავი იმერეთი მც. გავრც.
463
ძუვანი თეთრი კახეთი მც. გავრც.
464
წალენჟიხის თეთრი თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
465
წვინდირხვა შავი აფხაზეთი მც. გავრც.
466
წვიტე თეთრი აჭარა მც. გავრც.
467
წვრილმარცვალა თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
468
წითელი ვაზი წითელი ქართლი მც. გავრც.
469
წითელოური წითელი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
470
წითლანი ვარდისფერი გურია მც. გავრც.
471
წირქვალი თეთრი თეთრი იმერეთი მც. გავრც.
472
წირქვანი თეთრი ქართლი მც. გავრც.
473
წმინდა თეთრი თეთრი რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
474
წნორის თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
475
წობენურა თეთრი კახეთი მც. გავრც.
476
წულუკიძის თეთრა თეთრი რაჭა მც. გავრც.
477
წყობილა შავი კახეთი მც. გავრც.
478
ჭანკილოური შავი იმერეთი მც. გავრც.
479
ჭიჭიეთის თეთრა თეთრი გურია მც. გავრც.
480
ჭეჭიბერა თეთრი აჭარა მც. გავრც.
481
ჭვარტალა თეთრი კახეთი მც. გავრც.
482
ჭვიტილური თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
483
ჭითაში წითელი სამეგრელო მც. გავრც.
484
ჭიპაკური შავი აჭარა მც. გავრც.
485
ჭოდი შავი აჭარა მც. გავრც.
486
ჭოტიში შავი სამეგრელო მც. გავრც.
487
ჭროღა კახური თეთრი კახეთი მც. გავრც.
488
ჭროღა ქართლის თეთრი ქართლი მც. გავრც.
489
ჭუბერი თეთრი სამეგრელო მც. გავრც.
490
ჭუბულო შავი ლეჩხუმი მც. გავრც.
491
ჭუმუტა შავი გურია მც. გავრც.
492
ჭყაპა თეთრი ქართლი მც. გავრც.
493
ჭყარტალა თეთრი ქართლი მც. გავრც.
494
ხარისთვალა თეთრი თეთრი კახეთი მც. გავრც.
495
ხარისთვალა შავი შავი კახეთი მც. გავრც.
496
ხარისთვალა ქართლის თეთრი ქართლი მც. გავრც.
497
ხარისთვალა მესხური თეთრი მესხეთი მც. გავრც.
498
ხარისთვალა კოლხური მუქი ვარდისფერი იმერეთი მც. გავრც.
499
ხარისთვალა აჭარული შავი აჭარა მც. გავრც.
500
ხაფშირა მოყვ. მომწვანო აფხაზეთი მც. გავრც.
501
ხემხუ შავი გურია მც. გავრც.
502
ხითერი (უღია) შავი იმერეთი მც. გავრც.
503
ხიხვი ლეჩხუმის თეთრი ლეჩხუმი მც. გავრც.
504
ხიხვი რაჭული თეთრი რაჭა მც. გავრც.
505
ხიხვი (ჟანანურა) თეთრი კახეთი მც. გავრც.
506
ხოტეურა შავი რაჭა მც. გავრც.
507
ხოფათური თეთრი რაჭა მც. გავრც.
508
ხოჟისთოლი შავი სამეგრელო მც. გავრც.
509
ხროგი შავი რაჭა მც. გავრც.
510
ხუნალიჯი თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
511
ხუპინიჯი მომწვ. მოყითალო აფხაზეთი მც. გავრც.
512
ხუტუნიჯი თეთრი აფხაზეთი მც. გავრც.
513
ხუშია თეთრი თეთრი გურია მც. გავრც.
514
ხუშია შავი შავი გურია მც. გავრც.
515
ჟავახეთურა თეთრი აჭარა მც. გავრც.
516
ჟანი შავი გურია მც. გავრც.
517
ჟანი ნაკაშიძის შავი გურია მც. გავრც.
518
ჟანი ციხური შავი გურია მც. გავრც.
519
ჟაჭვაძისეული შავი კახეთი მც. გავრც.
520
ჟვარი თეთრი ქართლი მც. გავრც.
521
ჟინეში შავი აჭარა მც. გავრც.

ცოლიკოური

 

ცოლიკოური - იმერული  თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი რქაწითელის შემდეგ ყველაზე მეტად არის გავრცელებული საქართველოში (იმერეთი, ლეჩხუმი, აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი). ცოლიკოურისაგან მზადდება ევროპული ტიპის ღვინო “ცოლიკოური”, იმერული ტიპის ღვინოები “სვირი” და “არგვეთა”. ლეჩხუმში, ტვიშის მიკროზონაში ცოლიკოურიდან მზადდება ძვირფასი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო “ტვიში”, ვარციხის მიკრორაიონში კი ამზადებენ სახელგანთქმულ სამარკო კონიაკს “ვარციხე”. ამ ჯიშიდან აგრეთვე ამზადებენ  შემაგრებულ ღვინო “რატევანს”. დასავლეთ საქართველოს ვაზის ნარგაობაში ცოლიკოურს 90%-ამდე ფართობი უჭირავს.

მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან(V პერიოდი).

გორული მწვანე

 

გორული მწვანე ქართლის ჯიშებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. ზემო იმერეთში მისი სინონიმია “ქვიშხური”. მარცვალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მზეზე ვარდისფერი გადაჰკრავს. იტანს ყინვას, ჭრაქს შედარებით სუსტად უძლებს, ფილოქსერაგამძლეა. გვხვდება გორის, კასპის, მცხეთის, დუშეთისა და ცხინვალის რაიონებში. შუა ქართლში მისგან აყენებენ სუფრის ევროპული ტიპის ღვინოს, ზემო ქართლში კი ცქრიალა ღვინომასალას. გორულ მწვანესა და ჩინურის ღვინომასალებს ადუღებენ თავკვერის ჭაჭაზე, რის შედეგადაც მიიღება ვარდისფერი ღვინო ” ხიდისთაური”. რაჭაში გორული მწვანე ცნობილია თბილულის სახელწოდებით. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან (V პერიოდი).


Georgian TopSites
List Clicky Web Analytics