Archive for the ‘ღვინის კომპანიები’ Category

დუგლაძეების ღვინოების კომპანია

dg-wine.JPGშ.პ.ს. “დუგლაძეების ღვინოების კომპანია” წარმოადგენს  ქართველი მეღვინეების ტრადიციების  გამგრძელებელს. იგი დაფუძნებულ იქნა 2004 წელს “გომის” უძველესი ქარხნის ბაზაზე, რომლის ისტორიაც 1903 წლიდან იწყება.

“დუგლაძეების ღვინოების კომპანიის” საწარმოებში მკაცრადაა დაცული  მეღვინეობის სრული ციკლი, რაშიც იგულისხმება საკუთარი ვანხები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში (კახეთი, ქართლე, იმერეთი, რაჭა); ყურძნის პირველადი გადამუშავების ქარხნები: ხაშმში (კახეთი), ცნობილი როგორც თავადი… ჩოლოყეშვილის მარანი, რაჭაში, სადაც ხდება ისეთი  ჯიშების დამუშავება, როგორიცაა ალექსანდროული, ხვანჭკარა და ოჯალეში, ასევე ღვინის სახლი იმერეთის რეგიონში.

მეორადი გადამუშავების ქარხანა მდებარეპბს თბილისში, იგი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, სადაც სათანადო ყურადღება ექცევა: ყურძნის გადამუშავების ახალი მეთოდების დანერგვას, ახალ მიღწევებს ღვინოების სტაბილიზაციასა და პროდუქტის დიზაინში. აქვე ხდება ღვინოებისა და კონიაკების 7, 10, 14, 17 წლიანი დაძველება.

აღსანიშნავია ყურძნის მაცერაციის პროცესის დანერგვა, რაც  იძლევა გარანტიას რომ შენარჩუნდეს ქართული ჯიშის ყურძნისათვის დამახასიათებელი  არომატი და ბუკეტი ღვინის საბოლოო პროდუქტში.  დიდ ეფექტს იძლევა დაბალ ტემპერატურებზე ფერმენტაციის საშუალება და საფუარის კულტურების მშრალი რასების გამოყენება. საქართველოში მშრალი საფუარის კულტურის  გამოყენების პიონერები არიან შ.პ.ს. “დუგლაძეების ღვინოების კომპანიის”  ტექნოლოგები, ამ მიმართულებით ექსპერიმენტები დღესაც გრძელდება. გარდა ამისა “დუგლაძეების ღვინოების კომპანიის” ღვინოები  აღემატება თავისი ხარისხით სხვა კომპანიების ღვინოებს იმით რომ წითელი ტკბილი წვენის დადუღებას ხორციელდება  საკუთარი ეფექტური მეთოდით, ამ გზით მიღებული ღვინის მასალა  გამოირჩევა შეფერილობის და არომატის მაღალი მაჩვენებლით, ტბილი და ჰავერდოვანი გემოთი.

“დუგლაძეების ღვინოების კომპანია” აწარმოებს მშრალ, ნახევრად მშრალ, წითელ და თეთრ ღვინოებს და კონიაკებს. თავისი ჩინებული ხარისხის წყალობით, ჩვენი პროდუქცია აღიარებულია არა მარტო დსთ-ს ქვეყნებში  - ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში,  არამედ კანადაში, პოლონეთში, ჩინეთში, სერბიაში.

შ.პ.ს. “დუგლაძეების ღვინოების კომპანიის”  პროდუქციამ  მოიპოვა ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, ასევე მრავალი დიპლომები საერთაშორისო გამოფენებზე.

8, Akhvlediani side, 0109, Tbilisi,

GeorgiaFax: 995 32 75-85-55Phone: 995 32 76-83-43E-Mail: dwc@internet.ge 

 

ქინძმარაულის მარანი

winery.JPG    ღვინის კომპანია “ქინძმარაულის მარანი” დაარსდა 2001 წელს, მის საკუთრებაში შედის 500 ჰექტრამდე მიწის ფართობი, სადაც ძირითადად გაშენებულია ქართული ვაზის ენდემური, წმინდა და კეთილშობილი ჯიშის ვენახები.      კომპანია, ყურძნის გადამუშავებასთან ერთად, ვაზის გადაშენებული ან ნახევრად გადაშენებული ჯიშების აღორძინებაზეც ზრუნავს. ამ მიზნით კომპანიას საკუთარ ტერიტორიაზე 1 ჰექტარი აქვს გამოყოფილი, სადაც ვაზის 420-მდე უიშვიათესი ჯიშის ნერგია გახარებული. ამჟამად ”ქინძმარაულის მარანი” ამუშავებს შემდეგი ჯიშის ყურძნებს: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, ვარდისფერი მუსკატი, საფერავი, კაბერნე სოვინიონი, ბუდეშური, ოცხანური საფერე.      კომპანიის მფლობელობაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის გადამამუშავებელ-ჩამოსასხმელი ქარხანა, რომელიც მსოფლიოში ამ დარგის ყველა თანამედროვე მოთხოვნასა და სტანდარტებს აკმაყოფილებს. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს უზურნველყოფს მსოფლიოში ცნობილი იტალიური ფირმა DELLA TOFFOLA-ს დანადგარები, ხოლო ღვინის ჩამოსხმას “FIMMER”-ის ფირმის ჩამოსასხმელი ხაზი. ფუნქციონირებს გერმანული ფირმა “GRAVITECH”-ის აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც ღვინის ასევე ყურძნის წვენის ნებისმიერი უმაღლესი დონის ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა.      საწარმოს სიმძლავრე გათვლილია 5 მლნ ბოთლის წარმოებაზე. ”ქინძმარაულის მარანი” რეალიზაციას საერთაშორისო ბაზრებზეც ახდენს, პროდუქცია გადის უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, იაპონიაში. vineyard.JPG     “ქინძმარაულის მარანის” ასორტიმენტში ამჟამად შედის 22 დასახელების მაღალხარისხოვანი ღვინო, სავიზიტო ბრენდად ნახევრად ტკბილი ღვინო, “ქინძმარაული” სახელდება. 2007 წელის გაზაფხულზე კომპანიამ გაიტანა ბაზარზე ჭაჭა.      საწარმოში დასაქმებულია 300 ადამიანი, თუმცა რთველზე დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება.       2007 წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე “პროდექსპო 2007” კომპანიის მიერ წარდგენილი 8 ბრენდიდან ორი “ზვეზდა პროდექსპო”-ს მედლით, სამი-ოქროს მედლით, სამი კი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. 2008 წლის “ლონდონის საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე” “ქინძმარაულის მარანის” მიერ წარდგენილი ბრენდი, “საფერავი მუხის”, დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით.       2007 წლის ოქტომბერში, კომპანიამ მიიღო ISO 9001-2000 და ISO 22000-2005 სერთიფიკატები.       2008 წელს გაიხსნა “ქინძმარაულის მარანის” საფირმო მაღაზია, სადაც იყიდება, როგორც ბოთლის, ასევე 6 სახეობის ჩამოსასხმელი ღვინო.   Price-USD- KM WINE

თელავის ღვინის მარანი

         თითქმის საუკუნის წინ, კახეთში, თელავის მახლობლად, ალაზნის ველის შუაგულში დაარსდა “თელავის ღვინის მარანი”. მეოცე საუკუნის ბოლო დეკადაში, კომპანია მთლიანად იქნა განახლებული და აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით ახალი მმართველი გუნდის თაოსნობით. იმავე წელს კომპანიამ დაიწყო ვენახების გაშენება წინანდლის მიკროზონაში, კონდოლის ტერიტორიაზე, სადაც ნიადაგი შედგება საშუალო თიხნარისა და კირქვისგან, ხოლო კლიმატი მდინარის ველზე განპირობებულია უზარმაზარი კავკასიონის მთების გარემოცვით მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროს მხრიდან და ცივგომბორის მთებით მარჟვნიდან. მაღალი მთების საცავი ორივე მხრიდან, იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას და ასე, მზიანი დღეები და გრილი ღამეები  ქმნის გარანტიას ყურძნის სიმწიფისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად. მოგვიანებნით, 2004 წელს, შემგომი 31 ჰა ვენახი გაშენდა ქინძმარაულის მიკროზონაში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე. მთლიანობაში კომპანია ფლობს ვენახებს 270 ჰექტარზე, რომლებზეც გაშენებულია 12 სხვადასხვა სახეობის ვაზი. უმეტეს ნაწილზე დარგულია ქართული წარმოშობის ჯიშები, როგორიებიცაა: საფერავი, ალექსანდრეული, მუჯურეთული, უსახელაური, რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცხოური ჯიშები: კაბერნე სოვინიონი, მალბეკი, მერლო, შარდონე და რიზლინგი.

    აწმყო, წარსულის მოგონებებით, რომელიც შერწყმულია განახლებებისა და ექსპერიმანტების მომავალ სწრაფვასთან ქართული უძველესი მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნებით, ჰპოვებს თავის გამოხატულებას “თელავის ღვინის მარნის”  “მარანი”-ს ღვინოებში…. მაგრამ ტრადიციები კვლავ იმ დედაბოძის სახეს ინარჩუნებს, რომელიც განსზღვრავს ჩვენს მომავალს.

s3010100.JPG
კომპანია აწარმოებს 4 სხვადასხვა ტიპის ღვინოს “მარანი”-ს ნიშნის ქვეშ: სუფრის, რეგიონალური, ადგილწარმოშობის და ორდინარულ ღვინოებს.
ჟილდოები: თელავის ღვინის მარანს მოპოვებული აქვს 150-ზე მეტი ოქროს, ვერცხლის, ბრონზის მედლები მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეჟიბრებებზე: London International Wine & Spirits Competition, International Wine Challenge londoni, Concourse Mundial de Brussels, Vinalies Internationales პარიზი, Decanter World Wine award ლონდონი, San Diego Wine competition და სხვა მრავალი.
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემაში მიღებული სერთიფიკატები ISO 2200:2005 და ISO 9001:2000-ის მიხედვით ამტკიცებს ხარისხის სტანდარტების უწყვეტ დანერგვას, რაც ყოველწლიურად გადააჭარბებს კლიენტურის მოლოდინს.

კომპანია თბილღვინოს 2009 წლის ჯილდოები!

_dsc3888_1.jpg

Concours Mondial de Bruxelles წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჯულ
ღვინის კონკურსს, სადაც ყოველწლიურად მსოფლლიოს 40 სხვადასხვა
ეროვნების ექსპერტი აფასებს 6000 ღვინის ნიმუშს.
თბილღვინოს ღვინოებმა მოიპოვეს შემდეგი ჟილდოები:
􀁻 თბილღვინო წინანდალი 2008 - ოქროს მედალი
􀁻 საქართველოს ველები წინანდალი 2008 - ვერცხლის მედალი
􀁻 წინანდალი განსაკუთრებული მარაგი 2007 - ვერცხლის მედალი

The Berlin Wine Trophy წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჯულ
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსს, რომელიც ყოველწლიურად
იმართება ბერლინში OIV (International Organization of Vine
and Wine)-ს პარტონაჯითა და ბერლინის სენატისა და ევროკავშირის
აღიარებით.
2009 წლის The Berlin Wine Trophy –ზე წარმოდგენილი იყო 3400-ზე მეტი
სხვადასხვა დასახელების ღვინო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენმა ღვინოებმა მოიპოვეს შემდეგი ჟილდოები:
tbilvino-saferavi.JPG

საფერავი განსაკუთრებული მარაგი 2003 – ოქროს მედალი;
საფერავი საქართველოს ველები 2007 – ვერცხლის მედალი.

ბინეხი

“ბინეხი”- ალბათ ის სიტყვაა, რომელსაც კომპანია “ვაზი+”-ს მფლობელები ყველაზე ძალიან უფრთხილდებიან. ამ სავაჭრო ნიშნის ქვეშ იგულისხმება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელთაც მიზნად დაუსახავთ მიანიჭონ ადამიანებს სიამოვნება, გააცნონ თავიანთი სამშობლო დანარჩენ მსოფლიოს.

ვენახების გაშენება, მათი მოვლა და მოკრეფილი ყურძნიდან ღვინის შექმნა, ჩვენი საყვარელი საქმეა. ჩვენი ღვინო ეს ჩვენი დამოკიდებულებაა ქართული კულტურისადმი.

კომპანია “ვაზი+” ფლობს 90 ჰექტარ მიწას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში. აქედან 35 ჰექტარზე უკვე გაშენებულია ადგილობრივი უნიკალური ჯიშის ვაზი, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ექსპერიმენტები, რაც შემდგომ ხდება საფუძველი საავტორო ღვინოებისა. ამიტომაც კლასიკური (ტრადიციული) ღვინოების გვერდით, როგორიცაა მუკუზანი, საფერავი, წინანდალი და ა. შ. ღვინოზე შეყვარებულ ადამიანებს ვთავაზობთ ორიგინალურ, ექსკლუზიურ პროდუქციას.

“ბინეხის” კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვინოებს სხვადასხვა ფორმის კერამიკულ ჭურჭელში, რომლებიც მზადდება ხელით, სპეციალური ტექნოლოგიით, კომპანიის კუთვნილ საამქროში.

“ბინეხის” კოლექცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მრავალფეროვანი ღვინოებით. ჩვენს მიერ წარმოებული ყურძნის ჭაჭა და ალუბლის ლიქიორი 2005 წლის თბილისის საერთაშორისო გამოფენაზე აღიარებულ იქნა, როგორც “სადეგუსტაციო კომისიის აღმოჩენა”.

კომპანია თავისი მცირე მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნევს მომხმარებელთან უშუალო კონტაქტს, რაც ხშირად ხდება საფუძველი ახალი აღმოჩენებისა.

02.05.2008

2008 წლის 2 მაისს ჩვენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ქართული ღვინის II ეროვნულ კონკურსში ”საქართველო ღვინის სამშობლო” სიღნაღში. ღვინომ
”ალაზნის ველი” წითელი ნახევრად ტკბილი და ჭაჭამ ”ბინეხი ოქრო” მოიპოვეს ოქროს მედლები, ხოლო ”ხვანჭკარამ” წითელი ნახევრად ტკბილი და ჭაჭამ ”ბინეხი ტარხუნი” მოიპოვეს ვერცხლის მედლები

6.09.2007

საერთაშორისო ღვინის კონკურსზე “MUNDUS VINI” გერმანიაში ღვინომ ”ბინეხი” თეთრი ნახევრად მშრალი მოიპოვა ვერცხლის მედალი

27.05.2007

სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე “ISW” გერმანიაში ჭაჭამ ”ბინეხი ტარხუნი” მოიპოვა ვერცხლის მედალი

შპს “ვაზი+”
წინამძღვრიშვილის 4, თბილისი , დაბა ზაჰესი, საქართველო, 0125
ტელ/ფაქსი: 65 87 56
———————————————————————————-
LTD “Vazi+”
4 Tsninamdzgvrishvili, ZAGES, Tbilisi, Georgia, 0125
Tel/Fax 65 87 56
———————————————————————————————

E-mail: info@binekhi.ge

web page : www.binekhi.ge

“ბადაგონმა” 2 ოქროს მედალი მიიღო


concours-mondial-bruxelles.JPGბრიუსელში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე Concours Mondial de Bruxelles 2009 “ბადაგონის” ღვინოებმა ოქროს მედლები მიიღო. საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ ოქროს მედლები კომპანიის 2 ბრენდს:  “კახურ წარჩინებულს” (თეთრი მშრალი) და “ტრიონს” (თეთრი მშრალი) მიანიჭა.  ტრადიციულად, ღვინის სამყაროში სახელგანთქმული ეს კონკურსი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს 25-27 აპრილს Concours Mondial de Bruxelles- ესპანეთმა, კონკრეტულად კი ვალენსიამ უმასპინძლა.   მასში მონაწილეობას ოთხივე კონტინენტის 6 ათასზე მეტი კომპანია იღებდა და ისინი 54 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილნი, რაც წლევანდელი მონდიალისთვის ახალი რეკორდი აღმოჩნდა. 40 ეროვნების სომელიეების, ენოლოგების და იმპორტიორებისგან შემდგარი  ჟიური სამი დღის განმავლობაში აგემოვნებდა ღვინოებს, ხოლო შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ბრუსელის ამ პრესტიჟულ კონკურსზე ბადაგონის ღვინოები გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი და  შარშან ოქროს მედალი წითელმა “კახურმა წარჩინებულმა” მიიღო.


ღვინის კომპანია “ბადაგონი”

www.badagoni.com

 

1803584084_5b4deaabd71.jpg

ქართული ღვინის კომპანია “ბადაგონი” დაარსდა საქართველოს მეღვინეობის ცენტრში _ კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში.

2006 წელს ზემო ხოდაშენში დასრულდა კომპანია “ბადაგონის” მთავარი ქარხნის მშენებლობა და მისი თანამედროვე იტალიური ტექნოლოგიით აღჭურვა. მისი მშენებლობის პროცესში “ბადაგონი” თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ იტალიურ ღვინის ლაბორატორიასთან “ენოსისი” (ხელმძღვანელი დოქტორი დონატო ლანატი), ასევე სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან. ამჯამად “ბადაგონის” განკარგულებაშია თანამდროვედ მოდერნიზებული ქარხანა, რომლის მანქანა-დანადგარები და ლაბორატორიის აღჭურვილობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო ISO - 9001 და ISO - 20001 სტანდარტებს.

დღეისათვის კომპანიის მფლობელობაშია 300 ჰექტარზე მეტი სავენახე ტერიტორია ახმეტის (საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ქისი, კაბერნე), ყვარლის (საფერავი), მუკუზანის (საფერავი), ახაშენის (საფერავი), აკურას (რქაწითელი, წინანდალი) და ბანძის (ოჟალეში) რაიონებში.

კომპანია აწარმოებს ოცამდე დასახელების ღვინოს და მათ შორის ისეთ ტრადიციულ და პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა “წინანდალი”, “ხვანჭკარა”, “ვაზისუბანი”, “საფერავი”, “მუკუზანი”, “ალაზნის ველი”, “ქინძმარაული”, “ახაშენი”.

2006 წლიდან წარმოებაშია ელიტარული ღვინოები “კახური წარჩინებული” წითელი და “კახური წარჩინებული” თეთრი, რომლებიც უშუალოდ “ბადაგონის” პარტნიორმა დოქტორმა დონატო ლანატიმ შექმნა. 2008 წლის გაზაფხულზე ჩამოისხა “ხვანჭკარა” და ახალი ღვინოები “დიდროანი” და “ტრიონი”, ხოლო 2009 წლის გაზაფხულზე ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე ღვინის მარანში პირველად ჩამოისხა საგანგებო საეკლესიო ღვინო, რომლისთვისაც ყურძენი ასევე პირველად 2007 წელს დაიკრიფა და დაიწურა უშუალოდ კომპანიის უცხოელი მეღვინეების მეთვალყურეობის ქვეშ. ალავერდის უნიკალური საეკლესიო ღვინო ქართულ და ევროპულ ბაზრებზე წელს გამოვა გაყიდვაში და ასევე გაიგზავნება საქართველოს ყველა ეპარქიაში საეკლესიო რიტუალებისათვის.


Pricelist “BADAGONI”


Georgian TopSites
List Clicky Web Analytics