Archive for the ‘ქართული ღვინო’ Category

ღვინო “ქინძმარაულის” წარმოების მიკროზონა

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ქინძმარაული” მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილოეთ განედის 41º30′და აღმოსავლეთ გრძედის 45º50′ კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). ბარის ძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება _ გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე.

“ქინძმარაულის” ღვინომასალის მისაღებად არსებული ტერიტორია შიდა კახეთის ნაწილს მოიცავს და მდინარე ალაზნის მარცხენა, მეორე ტერასაზეა წარმოდგენილი, მისი შენაკადი მდინარეების: დურუჯის, ბურსის, ჩელთის, ინწობას, ავანისხევის და შოროხევის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ემიჯნება კავკასიონის მთების სამხრეთი კალთების დაბოლოებას. აღნიშნული ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარიდან მოყოლებული რელიეფურად უფრო სამხრეთ-დასავლეთისაკენ დახრილი ვაკეა სუსტი ტალღისებური ზედაპირით, ხოლო დანარჩენი ტერიტორია აღმოსავლეთის მიმართულებით სამხრეთისაკენ დახრილ ვაკეს წარმოადგენს. აღნიშნული ზონა ზღვის დონიდან 250-550 მ ფარგლებშია და მოიცავს თვით ქინძმარაულისა და ყვარელს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, დასავლეთის მიმართულებით სოფლების: შილდის, ენისელის, საბუეს, ალმატის, გრემის და შაქრიანის შუა და ზედა ნაწილს, რომლებიც ალაზნის მეორე ტერასაზე მდებარეობენ. აღმოსავლეთის მიმართულებით კი სოფლების: ფატმასურის, სანავარდოს, კუჭატანის წიწკანაანთ სერის, ჩანტლის ყურის, ზინობიანის, ახალსოფლის, თხილის წყაროს, მთის ძირის, ჭიკაანის ძირითადად და ნაწილობრივ გავაზისა და ბალღოჯიანის ტერიტორიებს ალაზნის პირველ ტერასამდე. აღნიშნული მიკროზონის მთლიანი ფართობი დაახლოებით 2400 ჰა-მდეა.

საფერავის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

საფერავი ქართული წითელყურძნიანი მეტად მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. მიკროზონაში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე 7-8 ტ-ს აღწევს. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 260 გ-დმ3_მდე ადის, 7,5-8,5 გ/დმ3 მჟავიანობით. სოკოვან დაავადებათა მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობელობას.

ღვინო «ქინძმარაული”

«ქინძმარაული” _ ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.

ღვინო «ქინძმარაული» ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით..

ღვინო «ქინძმარაულის” ქიმიური მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა - 10,5-12,0%;

შაქრების მასიური კონცენტრაცია - 30-50გ/ დმ3 ;

ტიტრული მჟავიანიბა - 5-7გ/დმ3;

აქროლადი მჟავიანობა - არაუმეტეს 1,2გ/დმ3;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3;

გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3;

თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3.

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999წ დადგენილებას.

ღვინო «ქინძმარაულის” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები

ქინძმარაულის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით _ 1633 ჰა-ს, აქედან მოსავლიანია 614 ჰა.

ამჟამად წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 4297 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნეს 280 000 დეკალიტრი ღვინომასალა.

ქინძმარაულის მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა _ დიდი კავკასიონის მაღალი მთების სამხრეთით მიბჯენილი მთისწინეთის გავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, მდინარეების ჩამონაზიდ შავფიქალებზე განვითარებული ხირხატიანი ნიადაგები. ვენახში შექმნილი მეტად ხელსაყრელი სითბური რეჟიმი და თვით ვაზის ჯიშის, საფერავის, უნიკალური თვისებები _ ეკოლოგიური პლასტიურობა, განსაზღვრავენ ორიგინალური მაღალხარისხოვანი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის, “ქინძმარაულის” სპეციფიურ საგემოვნო თვისებებს.

© საქპატენტი

ღვინო “ხვანჭკარა”

“ხვანჭკარა” – ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან.

ღვინო “ხვანჭკარა” ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

ღვინო “ხვანჭკარის” წარმოების მიკროზონა

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ხვანჭკარა” მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42030′ და აღმოსავლეთი გრძედის 43000′ კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე – რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.

ღვინო “ხვანჭკარის” მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში “ხვანჭკარის” ღვინომასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში _ ალპანასა და ორბელში.
ღვინო “ხვანჭკარის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,0

შაქრის მასური კონცენტრაცია – 30-50 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა - 5-7 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა, არა უმეტეს – 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3

გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3

თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.

ღვინო “ხვანჭკარას” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები

“ხვანჭკარის” მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 903 ჰას. აქედან ალექსანდროულსა და მუჯურეთულს უკავია 40% ე. ი. დაახლოებით 360 ჰა.

წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 2520 ტ. I ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნას 163 000 დეკალიტრი ღვინომასალა

“ხვანჭკარის” მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა –კლდეებით დაცულ ქვაბულში, მდინარე რიონისაკენ დაქანებულ ფერდობებზე შექმნილი მიკროკლიმატი, ნეშომპალა-კვარცითა და კირქვებით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები, სითბოს შთანთქმისა და გაცივების მაღალი უნარი, აბორიგენული ჯიშების ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უნიკალურობა, ორიგინალური ტექნოლოგია, განსაზღვრავს ღვინო “ხვანჭკარის” განსაკუთრებულ თვისებებს.

© საქპატენტი

ღვინო ,,წინანდლის” წარმოების მიკროზონა

   გეოგრაფიული მდებარეობა მევენახეობის სპეციფიკური ზონა წინანდალი მდებარეობს თელავის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე ჩრდილო განედის 41054′׀ და აღმოსავლეთ გრძედის 45035′׀კოორდინატებზე. წინანდლის ტერიტორია მოიცავს ერთის მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის დაბლობს. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მეტრი სიმაღლის ფარგლებში.

ღვინო ,,წინანდლის მიკროზონა მოიცავს შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეთი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი.

imgphp.jpeg

კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2300 საათს აღემატება. მიკროზონაში მზის პირდაპირი რადიაციის წლიური ჯამი პერპენდიკულარულ ზედაპირზე 130 კკალ/სმ2, ხოლო სხივებისადმი ჰორიზონტალურ ზედაპირზე 76 კკალ/სმ2 უდრის. თბილ პერიოდში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 92 და 60 კკალ/სმ2 ფარგლებში მერყეობს. გაბნეული რადიაცია წლიურად 54 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 40 კკალ/სმ2 აღწევს. ჯამური რადიაციის წლიური მნიშვნელობა 130 კკალ/სმ2-ია, ხოლო თბილ პერიოდში 100 კკალ/სმ2 უდრის.

მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,40ჩ უდრის. ყველაზე თბილ თვეებში - ივლისში და აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 23,20, ყველაზე ცივი თვის - იანვრის ტემპერატურა კი +0,90-ია. წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო -100, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო კი 350 უდრის. ექსტრემალური ტემპერატურები -230 - +380-ის ფარგლებშია.

მხარის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის I დეკადაში (8.IV-დან) აღინიშნება, 100-ზე ქვევით ტემპერატურა ნოემბრის პირველ რიცხვებში (3.XI-დან) ეცემა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 208 დღეს უდრის. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (შტ >100ჩ) 550 მ სიმაღლეზე 38000 აღწევს.

წინანდლის მიკროზონაში მოწმენდილ დღეთა წლიური რიცხვი (ღრუბლიანობა 0-2 ბალი) საერთო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის შესაბამისად 52-82-ს შეადგენს. სავეგეტაციო პერიოდში მოწმენდილი დღეები აღნიშნული ღრუბლიანობის თანმიმდევრულად 36 და 55 უდრის.

წლის განმავლობაში მოღრუბლული დღეები (8-10 ბალი) საერთო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის შესაბამისად 122 და 95-ს უდრის, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში აღნიშნულ ღრუბლიანობათა დღეები შესაბამისად 61 და 45-ს შეადგენს.

მიკროზონაში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 845 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 644 მმ უდრის. წლიური ნალექებიდან მაქსიმუმი (157 მმ) მაისში, მინიმუმი (28 მმ) იანვარში აღინიშნება.

ვაზის კვირტის გაშლა (რქაწითელი, საფერავი, კაბერნე) აპრილის შუარიცხვებიდან, ხოლო სიმწიფე აგვისტოს შუარიცხვებიდან იწყება. ხარისხოვანი ევროპული ტიპის სამარკო ღვინის დასამზადებლად ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში უნდა დაიკრიფოს.

“წინანდლის” მიკროზონაში (300-750 მ სიმაღლის ფარგლებში) აქტიური სითბოს ჯამი 4100-35000 შორის იცვლება. აქ გავრცელებული ვაზის ჯიშებიდან ევროპული ტიპის საუკეთესო ხარისხის სუფრის ღვინომასალას (300-450 მ სიმაღლის ნაკვეთებიდან) მივიღებთ 75%-35%-ის ფარგლებში. ე. ი. 10 წელიწადში დაახლოებით 7-4-ჯერ. აღნიშნულ სიმაღლეებზე კარგი ხარისხის პროდუქცია თითქმის ყოველწლიურად (80-90%) იწარმოება.

500-550 მეტრი სიმაღლის ნაკვეთებზე უმაღლესი ხარისხის ღვინომასალა იწარმოება 10 წელიწადში 2-ჯერ (20%), მაშინ, როცა კარგი ხარისხის პროდუქციის მიღება შესაძლოა 10 წელიწადში 5-ჯერ (50%). 600-650 მეტრ სიმაღლის ნაკვეთებზე კი კარგი ხარისხის პროდუქცია მიიღება 10 წელიწადში 2-ჯერ (20%).

“წინანდლის” მიკროზონაში სეტყვიანი დღეები ხშირია (წელიწადში საშუალოდ 2,3-ს). წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად სეტყვა მოდის მაისში და ივნისში (0,7 და 0,8). განსაკუთრებულად სეტყვიან წლებში კი შესაძლოა მოვიდეს 9-ჯერ.

ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა საშუალოდ 70% უდრის. ჰაერის ტენით გაჟღენთილობა ყველაზე ნაკლებია აგვისტოში (60%), ყველაზე მეტი კი ნოემბერში (77%).

მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (35%) და აღმოსავლეთის (23%) რუმბის ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,7 მ/წმ უდრის. ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი მიკროზონაში დიდი არ არის (10).

მრავალწლიური მონაცემების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო -10, -110ჩ უდრის. ათ წელიწადში ერთხელ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის მცირე ხანგრძლივობით -150-მდე დაცემა, რაც ვაზის სანაყოფე კვირტებს მხოლოდ სუსტად (< 30%) დააზიანებს.

ნიადაგი - 2005 წლის ივნის-ივლისის თვეში საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნე სპეციალისტებმა, მიკროზონის ნიადაგური საფარის შესწავლის მიზნით, საკვლევ ტერიტორიაზე ჩაატარეს ნიადაგების კვლევის საველე და კამერალური სამუშაოები. ნიადაგების ანალიზური სამუშაოები ჩატარდა ამავე ინსტიტუტის აგროქიმიის ლაბორატორიაში.

გამოკვლევების შედეგად შესწავლილ ტერიტორიაზე გამოიყო შემდეგი ძირითადი ნიადაგური ტიპები:

1) ტყის ყავისფერი, დიდი სისქის, საშუალოდ და ძლიერ ხირხატიანი, მძიმე თიხნარი
2) ყავისფერი, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი, თიხნარი და თიხიანი
3) ყავისფერი, საშუალო სისქის, სუსტად ხირხატიანი, მძიმე თიხნარი
4) მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და თიხიანი
5) მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად და საშუალოდ ხირხატიანი, თიხნარი
6) დელუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, მსუბუქი და მძიმე თიხნარი
7) ალუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი
8) ალუვიური, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი
9) ალუვიური, დიდი სისქის, ძლიერ ხირხატიანი, თიხნარი.

პირველი სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. ვანთის, სოფ. აკურის (ნაკ. ,,ნასახლარები), სოფ. კისისხევში (ნაკ. ,,არხის ზემოთ) მაგალითზე.

მეორე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. ბუშეტის (ნაკ. ,,რკინიგზის ქვემოთ თეთრ ხიდთან), სოფ. შალაურის (ნაკ. ,,ტრასის ქვემოთ), სოფ. ვაჩნაძიანის (ნაკ. ,,ხრამიწები) მაგალითზე.

მესამე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. შალაურის (ნაკ. ,,დიდი ვერხვის ადგილები) მაგალითზე.

მეოთხე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. წინანდლის (ნაკ. ,,თელიანი), სოფ. ქვემო ხოდაშენის (ნაკ. ,,ნაფარეხლები), სოფ. კურდღელაურის (ნაკ. ,,ბეღანაფშები) მაგალითზე.

მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. ქვემო ხოდაშენის (ნაკ. ,,დიდი ვენახები) მაგალითზე.

მეექვსე და მეშვიდე სახესხვაობის ნიადაგები წარმოდგენილია ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებიდან ალაზნის ვაკისკენ გარდამავალ ზოლში.

მერვე და მეცხრე სახესხვაობის ნიადაგები უშუალოდ ალაზნის ტერასის მიჯნაზე მდებარეობენ.

მიკროზონის ზედა ნაწილში წარმოდგენილი ყავისფერი ნიადაგები (თავისი სახესხვაობით) საშუალო და ღრმა პროფილით ხასიათდებიან. ქვედა ზოლში გავრცელებული ალუვიური, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგები უფრო ღრმა პროფილით და სხვადასხვა ხირხატიანობით ხასიათდებიან. ნიადაგის პროფილის სისქე ზედა ნაწილში, სადაც ყავისფერი ნიადაგებია წარმოდგენილი, 70-100 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-50 სმ-ის ფარგლებში. ზონის ქვედა ნაწილში, სადაც ალუვიური, ალუვიურ- პროლუვიური და დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგებია წარმოდგენილი პროფილი უფრო ღრმაა 100-150 სმ-ს აღემატება, აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 40-50 სმ-ია.

მექანიკური შედგენილობით ნიადაგები ძირითადად საშუალო და მძიმე თიხნარი შედგენილობით ხასიათდებიან, მცირე მონაკვეთებზე კი მსუბუქი თიხიანებიცაა წარმოდგენილი. ჰუმუსი მცირე რაოდენობითაა 1,0-2,5%-ის ფარგლებში, ჰიდროლიზური აზოტის, ხსნადი ფოსფორის და გაცვლითი კალიუმის შემცველობა დაბალია, კალციუმის კარბონატებს ნიადაგები მცირე და საშუალო რაოდენობით შეიცავენ, 2,5-16,0%-ის ფარგლებში, ნიადაგის არეს რეაქცია (პH) საშუალო ტუტეა.

მიკროზონაში წარმოდგენილი ნიადაგები ექსპოზიციით (ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი), კალციუმის კარბონატების შემცველობით, ხირხატიანობით და კლიმატური ფაქტორების ერთობლიობით კარგ პირობებს ქმნიან ,,წინანდლის დასახელების ღვინომასალის მისაღებად.

ძირითადი გავრცელებული ვაზის ჯიშებია: რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე.

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები - `წინანდლის დასახელების ღვინის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

KLA

ჯიში რქაწითელი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 300-600 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ 2,5 X 1,5 მ 3,0 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 70-100 სმ-მდე.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.

ჯიში კახური მწვანე

დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 მ 2,0 X 1,5 მ 3,0 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 70-100 სმ-მდე.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-7 ტონა.
გადაუდებელი აგროღონისძიება: გასხვლისას დატოვებული კვირტებისა და მოსავლიანი ყლორტების ნორმირება დადგენილი აგრორეგლამენტების ფარგლებში _ რეგლამენტირებული მოსავლის მისაღებად.

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები. ნიადაგის მინიმალური დამუშავება _ ჰერბიციდების პერიოდულად გამოყენების ფონზე. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

ურწყავში- ნიადაგის ზედაპირის სარეველებისაგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება. შესაძლებლობის ფარგლებში, ნიადაგის მულჩირება ორგანული მასითა და სინთეტური საშუალებით.

განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლამენტებით.

ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
დამატებითი აგროღონისძიება ნაცრის წინააღმდეგ დამატებითი წამლობების ჩატარება.

,,რქაწითელის და კახური მწვანის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

რქაწითელი თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ის გავრცელებულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, რაც განპირობებულია მისი ფართო ეკოლოგიური პლასტიურობით და უნივერსალური სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშუალო მოსავალი ჰექტარზე 90-100 ცენტნერი.

მოცემულ მიკროზონაში მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 გ/დმ3-ს აღწევს, 7,8 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით. წინანდლის დასახელების ღვინომასალის მისაღებად ყურძენი იკრიფება, როცა მასში შაქრის კონცენტრაცია 20-21% მიაღწევს.

კახური მწვანე თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 172 გ-ია, ხოლო საშუალო მოსავალი ჰექტარზე 6-7 ტ. ჯიშს ახასიათებს შაქრის დაგროვების (200-220 გ/დმ3) საკმაოდ დიდი უნარი, ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებით (6,0-7,8 გ/დმ3). ჯიშის დამახასიათებელ თვისებად უნდა ჩაითვალოს მისი განსაკუთრებული მგრძნობიარობა ნაცრისადმი.

 

wines02.jpg

 

ღვინო ,,წინანდალი

,,წინანდალი ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის და კახური მწვანე ჯიშების ყურძნიდან, დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება.

ღვინო ,,წინანდალი ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური არომატით..
ღვინო ,,წინანდლის ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5 _ 12,5
შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 3 გ/დმ3
ტიტრული მჟავიანობა _ 5,5 _ 7,5 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,0 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არანაკლებ 16 გ/დმ3
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია არაუმეტეს 210 მგ/დმ3
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია არაუმეტეს 30 მგ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის #1493/1999 დადგენილებას.

ღვინო ,,წინანდლის სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები

,,წინანდალის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობები შეადგენს 653 ჰა.

წარმოებული მოსავალი მიკროზონაში მოსალოდნელი 4571 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნეს 297 000 დეკალიტრი ღვინომასალა.

,,წინანდალის მიკროზონის განსაკუთრებული ექსპოზიცია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთის დაქანებაზე შექმნილი მიკროკლიმატი ლიოსისებური, კარბონატული, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური წარმოშობის თიხნარი და ღორღიანი ნაფენები ჯიში რქაწითელის და მწვანის ჰარმონიზაცია განსაზღვრავს ღვინო ,,წინანდლის მაღალ ღირსებას.

საქართველო ღვინის სამშობლო

ეს რუქა არის Oz Clarke-ის.

საქართველოს ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებს Hugh Johnson და James Holiday-ის ატლასი The Vintner’s Art (NY 1992), სადაც წერია: “საქართველოს აქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ მის მიწაზე მოხდა ვაზის სელექცია ღვინის დასაწურად და სხვადასხვა ჯიშების გასავრცელებლად. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების გამოკვლევებმა დაადასტურეს ღვინის წარმოების ტრადიცია ქრისტემდე 5 000 წლის წინ.”

ამავე აზრისაა Oz Clarke-იც, მსოფლიოში საუკეთესო ღვინის გზამკვლევის ავტორი. ეს მან დააწერა თავის რუქას (მარცხენა ქვედა კუთხეში): “ჯარისკაცები, ახალმოშენეები და ვაჭრები, ეძებდნენ რა საქონელს რითაც შეეძლოთ ევაჭრათ და პირადი სარგებლობისთვისაც გამოეყენებინათ, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილიდან მიჰქონდათ ვაზის ნერგები. ამით არის გამოწვეული ღვინის კულტურის ასე ფართო გავრცელება მთელს მსოფლიოში.”

Oz Clarke-ის რუქის მიხედვით მეღვინეობა საქართველოდან ჯერ სირიაში შემოვიდა, შემდეგ ეგვიპტეში აქედან იტალიაში და შემდეგ უკვე დასავლეთ ევროპაში.

გარდა ამისა ლონდონის ღვინის მუზეუმში, Vinopolis ( Vinopolis, No.1 Bank End, London, SE1 9BU. ) საქართველო საპატიო პირველ განყოფილებაში ყოფილა განთავსებული და მისთვის Georgia - a cradle of wine უწოდებიათ.

კიდევ ეგვიპტელი ოსირისი, რომაელი ბახუსი, ბერძენი დიონისე და ქართველი აგუნა ერთი საძმოს (”ვაზისა და ღვინის ორდენი”) წევრები არიან.
Осирис научил людей земледелию, садоводству и виноделию. Бог, которого египтяне считают Дионисом. Осирис первым сделал плуг и научил людей земледелию.
Дионис - бог виноделия, производительных сил природы, вдохновения и религиозного экстаза.
В римской мифологии ему соответствует Бахус.
და ჩვენი აგუნა, მევენახეობა-მეღვინეობის მფარველი ღვთაება წარმართულ პერიოდში, რომელის ანტიკური პერიოდის ქანდაკება ( დათარიღებულია XI - X საუკუნეებით ჩ.წ.ა-მდე, ანუ 500 წლით უფროსია დიონისეზე ) 1958 წელს იქნა კახეთში ნაპოვნი.

© August

საწნახელი

ყურძნის დაწურვა საქართველოში უმთავრესად მამა-პაპური წესით, ფეხით წარმოებს საგანგებო ჭურჭელში _ საწნახელში. საწნახელი გვხვდება ხის, ქვისა და ქვიტკირის. ქვიტკირის საწნახელი განსაკუთრებით დამახასიათებელია ქართლ-კახეთისათვის. აქვეა გავრცელებული ხის საწნახელი, რომელიც არც თუ იშვიათად იმერელი ოსტატების მიერაა დამზადებული. დასავლეთ საქართველოში უმთავრესად ხის საწნახელი გამოიყენება, თუმცა აქა-იქ მთლიანი ქვისაგან (მონოლითისაგან) გათლილი საწნახელიც დასტურდება.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მასალებითაც აღმოსავლეთ საქართველოს უმრავლეს რაიონებში (დუშეთის, თიანეთის, თელავისა და სიღნაღის მაზრებში და გორის მაზრის აღმოსავლეთ ნაწილში) ქვიტკირის საწნახელი ჭარბობდა ხისას და მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მომიჟნავე რაიონში (გორის მაზრის დასავლეთ ნაწილში) უფრო ფართოდ ხის ნავი იყო გავრცელებული.

ხის საწნახელი, ჩვეულებრივ, ცაცხვის (უფრო იშვიათად წაბლის, თელისა და სხვ.) ხის გულამოღებულ და საგანგებოდ გათლილ მორს წარმოადგენს. საქართველოში იგი სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი: ნავი (ქართლ-კახეთი), საწნახელი (ქართლი, იმერეთი, გურია, რაჭა), ოჭინახ (სამეგრელო), ხორგო (რაჭა-ლეჩხუმი), ხაპი (რაჭა).

საქართველოს მარნებში სხვადასხვა სიდიდისა და ტევადობის საწნახლებს ვხვდებით. მცირე ზომის საწნახლიდან, რომელიც 20_40 ფუთ ყურძენს იტევს, ვიდრე 3000 ფუთის ტევადობის საწნახლამდე. უფრო ხშირია 80_100 ფუთიანი საწნახელი. საწნახლის სიგრძე ოთხიდან ათ არშინამდე მერყეობს.

უზარმაზარი საწნახელის ნახატი შემოგვინახა XVII საუკუნის იტალიელი მისიონერის კასტელის ჩანახატების ალბომმა. სურათზე ჩანს, რომ საწნახელს კიბე აქვს მიდგმული, მზიდავები ამ კიბით ადიან და საწნახელში ცლიან ყურძნით სავსე გოდრებს.

ხის საწნახლის ტიპოლოგიური კლასიფიკაცია ემყარება შემდეგ ნიშან-თვისებებს: ა) საწნახლის მოყვანილობა, მისი ღრუს თავისებურება. ბ) თავ-ბოლოს გამოყვანის თავისებურება და თავის შეკვრის წესი. გ) ტკბილის გამოსასვლელი ჭრილისა და ბაქანის (ინდურის) თავისებურება.

მოყვანილობის მიხედვით ერთმანეთისაგან ვანსხვავებთ საწნახლის გაკუთხულ, მრგვალ და ნახევრადგაკუთხულ სახეობებს. გაკუთხულ საწნახელს აქვს სწორად, ბრტყლად გათლილი, ოდნავ დაქანებული გვერდები. ამგვარი საწნახელი უფრო ხშირად ერთი მორიდანაა გამოთლილი: თავები ანუ შუბლები თავისივე ხისა აქვს. თავებს მეტი სიმტკიცისთვის მუხის ან წაბლის უღლებს უკეთებენ. უღელი ხის ჩარჩოა, გვერდებიდან სოლებით გამაგრებული.

მრგვალ საწნახელს გარედან მორის მოყვანილობა აქვს შერჩენილი და მისი ღრუც მომრგვალებულია. ამგვარი საწნახელი უფრო ხშირად “თავგამოყენებულია” _ ბოლოებში ჩასმული აქვს მთლიანი ან 2-3 ნაწილისგან შედგენილი თავები. იშვიათად ვხვდებით, აგრეთვე მთლიანი ხისგან გამოთლილ, “თავგამოუყენებელ მრგვალ საწნახელს.

თავგამოყენებელი საწნახლები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისა და ბოლოს შეკვრის თავისებურებით. ცნობილია თავის შეკვრის, ანუ როგორც იმერეთში ამბობენ, “თავის გაფსკვნის” ორი ძირითადი წესი: თავის შიგნიდან გამოყენებისა და თავის ზემოდან ჩადგმის წესი.

შიგნიდან თავგამოყენებული საწნახელი დამოწმებულია გურიაში, სადაც ის ცნობილია “თავგამოდებული”, აგრეთვე “როგოგამოყენებული” საწნახლის სახელით. როგოგამოყენებულ საწნახელს წინა ნაწილი, ე.წ. როგო, შიგნიდან აქვს მორგებული საგანგებოდ გაკეთებულ საფეხურის მაგვარ ამონაჭერზე. როგოს გასამაგრებლად მის ნაპირებს ტკბილში აზელილი ნაცრით ლესავენ. ზოგჟერ მიმართავენ კანაფის მეშვეობით როგოს დამატებით გამაგრების ხერხს. როგოს შუა ადგილას გახვრეტენ და კანაფს გაუყრიან. კანაფის ერთ ბოლოზე მოაბამენ ჩხირს, რომელიც შიგნიდან არის გამოდებული როგოზე, კანაფის მეორე ბოლოზე გამობმულია ჟოხი, რომელიც გარედან ებჟინება საწნახელს.

ზემოდან თავჩადგმული საწნახელის ბოლოები, ჩვეულებრივ სამი ნაწილისგანაა შედგენილი. ორი ნახევარწრისებური ფორმის ხის ნაჭერია (დასავლეთ საქართველოში ფალანგებად წოდებული), მესამე კი _ მათ შორის ჩაჭედილი ვიწრო სოლისებური საჭექი ანუ “შუანა საფსკრავი”. აღმოსავლეთ საქართველოში სატიხარ ფიცრებს სართაულები ეწოდება. შუბლები გარედან ვიწრო ლატანით (ხმალა) მაგრდება “საფსკრავი რომ არ მოირყას, მჭიდროდ იჟდეს საწნახლის თავსა და ბოლოში, მას კარგად გამომშრალ ხისგან აკეთებენ. ამისთვის გამოიყენება ცაცხვის ხე (იმერეთი, რაჭა), აგრეთვე წაბლი (სამეგრელო).

გაკუთხული საწნახელი გავრცელებულია ქართლ-კახეთსა და ზემო იმერეთში. მრგვალი საწნახლის ინტენსიური გავრცელების არეალი მოიცავს გურია-სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო იმერეთს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გავრცელებული საწნახლის ტიპები გარკვეულ კავშირს ამჯღავნებს ღვინის ადგილობრივ ტექნოლოგიასთან. მთხრობელები მოუთითებენ, რომ ვიწროპირიანი, მორის მოყვანილობაზე დატოვებული და შიგნიდან მომრგვალებული საწნახელი კარგადაა მომარჟვებული ღვინის დასადუღებლად (“საწურად გაკუთხული ჟობს, სადუღრად კი _ მრგვალი”). დასავლეთ საქარტველოს კუთხეებში (გურია-სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო იმერეთი) იგი ასრულებს არამარტო ყურძნის დასაწურ, არამედ აგრეთვე, ღვინის დასადუღებელი ჭურჭლის დანიშნულებას.

ხის საწნახლის მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს ინდურისა და ტკბილის გამოსასვლელი ჭრილის თავისებურება. ჩვენ გამოვყობთ ინდურ-სადინარის სამ ვარიანტს: 1. კახურს, 2. ქართლურ-იმერულს (რაჭა-ლეჩხუმურს), 3. გურულ-იმერულს.

1. კახური ნავის სადინარი წარმოადგენს ხის ან ტყავის მილს. მილი ჩასმულია ხვრელში, რომელიც დატანებულია ნავის კედლის ძირში შუა ადგილას. თვით ნავს ფსკერზე გაკეთებული აქვს ღარები ტკბილის სადენად. წინიდან ბაქანი აქვს დაკრული ყურძნიანი გოდრების დასადგმელად. გარდა ბაქნიანი ნავებისა, გვხვდება უბაქნო ნავები.
2. სხვადასხვაგვარად აქვთ მოწყობილი ინდური და ტკბილის სადინარი ხვრელი ქართლურ და იმერულ (რაჭა-ლეჩხუმურ) საწნახლებს: ტკბილის გამოსასვლელი ჭრილი დატანებულია საწნახლის თავის ძირში; ხვრელიდან გამოსული ტკბილი გადმოდის საწნახლის წინ წამოშვერილ ბაქანზე _ ინდურზე, რომელიც შუაში დაღარულია ტკბილის სადენად.
3. გურულ და მეგრულ საწნახლებს ინდური და ტკბილის გამოსასვლელი ხვრელი ხშირ შემთხვევაში არა აქვთ.

ინდურ-სადინარის თითოეულ ვარიანტს ტკბილის ფილტრაციის განსაზღვრული წესი შეესატყვისება: კახურ ნავში, რომელსაც სადინარი გვერდზე აქვს დატანებული ტკბილი იფილტრება საწნახლის სიგრძეზე ჰორიზონტალურად გადებული ლასტის ან საგანგებოდ დახვრეტილი ფიცრის-ტუპკირის მეშვეობით, რომელზედაც შლიან ჩადუნას, შალაფას ან ცოცხმაგარას. იმერულ და რაჭულ საწნახლებში და ხშირ შემთხვევაში ქართლურ ნავში, რომელთაც ტკბილის სადინარი ხვრელი თავში აქვთ გაკეთებული, ფილტრაცია წარმოებს სადინართან მოთავსებული “ციცხვის” (ლერწების კონა) დახმარებით; სამეგრელოში, სადაც უსადინრო საწნახლებია გავრცელებული, დამკვიდრებულია ტკბილის ფილტრაციის სრულიად განსხვავებული წესი: საწნახლის ბოლო ნაწილი ნედლი გვიმრით გადაიტიხრება, დაწურული ტკბილი საწნახლის დაბალ ნაწილში გროვდება (საწნახელი ოდნავ დაქანებით დგას ხის “ძეკვებზე”), საიდანაც ხირკეთი (ყელიანი გოგრისაგან დამზადებული ჭურჭელი) კოკაში გადაასხამენ, იქედან კი ლაგვანში გადაიტანენ..

ხის საწნახელი ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად ნიკორწმინდის სიგელში (XI ს.) მოიხსენება. უფრო ადრეული ხანის ძეგლებში ტერმინი საწნახელი აღნიშნავს როგორც ყურძნის დასაწურ ჭურჭელს, ისე ზეთის გამოსახდელ ჭურჭელს თუ ხელსაწყოს. ამასთან ზოგჟერ ნათელი არ არის რა მასალისგან დამზადებულ საწნახელთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ საქართველოში, მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ტრადიციების ქვეყანაში, რომელსაც ხე-ტყის მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნდა, ხის საწნახელი ადრეულ ხანაშივე იქნებოდა გამოყენებული. ამაზე მიუთითებს ისეთი არქეოლოგიური მარნების არსებობა, სადაც ნაპოვნია დიდი ქვევრები, ხოლო ქვის საწნახლები აღმოჩენილი არ არის.

ქვიტკირის საწნახელი

ქვიტკირის საწნახელი, როგორც ვთქვით, უპირატესად აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშია გავრცელებული, სადაც ისინი ხშირად დახურულ მარნებშია მოთავსებული. ჩვეულებრივ, საწნახელი მარანზეა ხოლმე მიშენებული. მარნის კედლები გამოყენებულია საწნახლის კედლებად, ხოლო თვით საწნახელს ორი კედელი აქვს ამოყვანილი. არც თუ იშვიათად ვხვდებით აგრეთვე ვენახში განცალკევებით მდგარ ქვიტკირის საწნახელს, რომელიც ღია ცის ქვეშ იმყოფება, ზოგჟერ კი მსუბუქ ნაგებობაშია (თივით ან წალმით წახურული ქოხი თუ ფარდული) მოთავსებული. ამგვარ საწნახლებს იხსენიებს ყონდურელოვი ქართლის მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ თავის ნარკვევში (მე-19საუკუნის მიწურული). ცნობილია, რომ სახლ-კარისაგან და მარნისაგან დიდი მანძილით დაშორებულ ვენახებში ყურძენი ადგილზევე იწურებოდა და ტკბილი მარანში ურმით გადაჰქონდათ. რიგ კუთხეებში (ქართლ-კახეთი, რაჭა) ტკბილის გადასატან ჭურჭლად გამოიყენებოდა მოუკუპრავი თხიერი (ქეშელი). ვენახებში ეულად მდგარი ქვიტკირის საწნახლების არსებობა გვიანფეოდალური ხანისა და უფრო ადრეული ეპოქის არქეოლოგიური მასალებითაც დასტურდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვენახში ყურძნის დაწურვა  და ტკბილის სახით მისი წაღება საშუალებას აძლევდა მეურნეს თავიდან აეცილებინა ტრანსპორტირების დროს ყურძნის დაზიანება და აგრეთვე მისი დაწურვის დაყოვნება, რაც ღვინის ხარისხის გაუარესებას იწვევს.

აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული საწნახლები ხშირად ორგანყოფილებიანია. ერთი განყოფილება წითელი, ხოლო მეორე _ თეთრი ყურძნის საწურავადაა განკუთვნილი. ტკბილის სადინარი ხშირ შემთხვევაში შუა-წელში აქვს გაკეთებული და დაქანება ორივე ბოლოდან იწყება. საწნახელს წინ ბაქანი აქვს მიშენებული, რომლებიც გოდრების დასადგმელად გამოიყენება. ძირში მრგვალი მილი აქვს დატანებული, რომელიც წინ ბაქანში გამოდის.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ქვიტკირის საწნახლებს ტკბილის სადინარი უპირატესად თავში აქვთ გაკეთებული.

ქვიტკირის საწნახლებს ადგილობრივი ხელოსნები _ კალატოზები აშენებდნენ. საშენ მასალად გამოიყენებოდა რიყის ქვა, ფილაქვის ნატეხები. გასამაგრებლად – კირხნარი და დუღაბი.

აშენების პროცესი კახეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით შემდეგნაირად წარმოგვიდგება: საწნახლის საძირკველში ჩაასხამდნენ დუღაბს. შემდეგ ქვებს ჩააწყობდნენ, ზედ კირქვიშას გადალესავდნენ, ზედაპირს შიმშით გაუსწორებდნენ და კედლების ამოყვანას შეუდგებოდნენ: ქვას რამდენიმე პირად აწყობდნენ, ქვებსშორის დარჩენილ ცარიელ ადგილს ხიჭით ავსებდნენ, თითოეული პირის ამოყვანის შემდეგ ზედაპირს ქაფჩით ლესავდნენ. აშენებული საწნახლის შიდა პირი საბოლოოდ კირქვიშით გაილესებოდა. კირქვიშას მარნის წინ გამართულ “ქვიშის კალოზე” ამზადებდნენ. კალოზე ცხავში გაცხავებულ კირს დაყრიდნენ, ზედ წყალს დაასხამდნენ და ქვიშას აურევდნენ. ძველად, როგორც ჩანს, საწნახლის გასალესად რძე (ან რძით განზავებული ხსნარი) უხმარიათ, რასაც ქართლში ჩაწერილი ლექსის შემდეგი ნაწყვეტი მოწმობს: “თავს საწნახელი დამადგი, პირი მოულესე რძითო”.

ქვის საწნახელი

მე-19 საუკუნეში მეღვინე ლ. ჟორჟაძე, აღნიშნავდა რა ქვიტკირის საწნახლის ზოგიერთ ნაკლს, მასთან შედარებით უპირატესობას თლილი ქვით ნაშენ საწნახელს ანიჭებდა. ლ. ჟორჟაძის მტკიცებით, ქვიტკირის საწნახელი “პირველ დაწურვაში” გემოს აძლევს ყურძნის წვენს; გარდა ამისა, კირი, რომლითაც ილესება საწნახელი, მავნებელია ღვინისათვის.

თლილი ქვით ნაშენი საწნახელი, როგორც მე-19 საუკუნის მასალებიდან ჩანს, გავრცელებული ყოფილა ქართლში, კერძოდ დუშეთის მაზრაში, სადაც მას ზოგიერთი მეურნე იყენებდა.

ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ქვის საწნახლები უპირატესად მონოლითისგანაა დამზადებული. იშვიათად ვხვდებით ნაწილებისგან შედგენილ ქვის საწნახელს, რომლის ძირი და კედლები ცალკე ნაჭრებისაგანაა გაკეთებული.. ქვის საწნახელი ხშირ შემთხვევაში ქვიტკირისაზე უფრო მოკლეა; მისი ძირი ფორმით კვადრატს უახლოვდება.

ქვის საწნახლებს ხელოსნები _ ქვის მთლელები თლიდნენ. ქვის საწნახლები ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში _ ქართლში, კახეთსა და ქიზიყში. დასავლეთ საქართველოში გვხვდება ძირითადად იმერეთში (ოკრიბა).

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვის საწნახლები ადრეელინისტური ხანით (ძვ. წ. IV – III სს.) თარიღდება. ისინი კლდეშია ნაკვეთი. თითოეულს, გარდა ყურძნის დასაწური მოედნისა, აქვს ტკბილის მოსაკავებელი აუზი, რომელიც ძირითად განყოფილებასთან კლდეშივე ამოკვეთილი სადინარითაა დაკავშირებული.

(ლევან გაბუნიას სტატიიდან “საწნახელი”)


Georgian TopSites
List Clicky Web Analytics