მალბეკი
![]()
დახასიათება: წარმოშობის ადგილი საფრანგეთი, კერძოდ ბორდოს რეგიონი. მალბეკის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები შედის მსოფლიოს საუკეთესო წითელი ღვინის “ექვსეულში”, საფრანგეთში და არა მარტო საფრანგეთში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მალბეკი ძირითადად გამოიყენება კუპაჟებისათვის. ჩემი აზრით საფერავთან კუპაჟში მშვენიერი არომატული ღვინო გამოდის!
მალბეკის ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული ღვინო გამოირჩევა სავსე სხეულით, მწიფე ხილის არომატით, ქლიავის და მაყვლის ტონები მისი ერთ-ერთი ღირსებაა… ტანინის სიმსუბუქე მას ჰაეროვნებას ანიჭებს, გამოირჩევა მუქი წითელი ფერით.
რეკომენდირებულია მიირთვათ ცხარე სანელებლიან კერძებთან, განსაკუთრებით პომიდვრის საწებელთან და აგრეთვე შემწვარ ხორცთან.
www.winemaking.ge © George Babunidze

