ALL ABOUT WINEMAKING

ღვინო “ქინძმარაულის” წარმოების მიკროზონა
გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ქინძმარაული” მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილოეთ განედის 41º30′და აღმოსავლეთ გრძედის 45º50′ კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). ბარის ძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება _ გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე.

“ქინძმარაულის” ღვინომასალის მისაღებად არსებული ტერიტორია შიდა კახეთის ნაწილს მოიცავს და მდინარე ალაზნის მარცხენა, მეორე ტერასაზეა წარმოდგენილი, მისი შენაკადი მდინარეების: დურუჯის, ბურსის, ჩელთის, ინწობას, ავანისხევის და შოროხევის მარჯვენა  და მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ემიჯნება კავკასიონის მთების სამხრეთი კალთების დაბოლოებას. აღნიშნული ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარიდან მოყოლებული რელიეფურად უფრო სამხრეთ-დასავლეთისაკენ დახრილი ვაკეა სუსტი ტალღისებური ზედაპირით, ხოლო დანარჩენი ტერიტორია აღმოსავლეთის მიმართულებით სამხრეთისაკენ დახრილ ვაკეს წარმოადგენს. აღნიშნული ზონა ზღვის დონიდან 250-550 მ ფარგლებშია და მოიცავს თვით ქინძმარაულისა და ყვარელს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, დასავლეთის მიმართულებით სოფლების: შილდის, ენისელის, საბუეს, ალმატის, გრემის და შაქრიანის შუა და ზედა ნაწილს, რომლებიც ალაზნის მეორე ტერასაზე მდებარეობენ. აღმოსავლეთის მიმართულებით კი სოფლების: ფატმასურის, სანავარდოს, კუჭატანის წიწკანაანთ სერის, ჩანტლის ყურის, ზინობიანის, ახალსოფლის, თხილის წყაროს, მთის ძირის, ჭიკაანის ძირითადად და ნაწილობრივ გავაზისა და ბალღოჯიანის ტერიტორიებს ალაზნის პირველ ტერასამდე.  აღნიშნული  მიკროზონის მთლიანი ფართობი დაახლოებით 2400 ჰა-მდეა.

საფერავის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

საფერავი ქართული წითელყურძნიანი მეტად მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. მიკროზონაში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება.  ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე 7-8 ტ-ს აღწევს. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 260 გ-დმ3_მდე ადის, 7,5-8,5 გ/დმ3 მჟავიანობით. სოკოვან დაავადებათა მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობელობას.

ღვინო «ქინძმარაული”

«ქინძმარაული” _ ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.

ღვინო «ქინძმარაული» ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით..

ღვინო  «ქინძმარაულის” ქიმიური მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა - 10,5-12,0%;

შაქრების მასიური კონცენტრაცია - 30-50გ/ დმ3 ;

ტიტრული  მჟავიანიბა - 5-7გ/დმ3;

აქროლადი მჟავიანობა - არაუმეტეს 1,2გ/დმ3;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3;

გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3;

თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3.

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999წ დადგენილებას.

ღვინო «ქინძმარაულის”  სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები

ქინძმარაულის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით _ 1633 ჰა-ს, აქედან მოსავლიანია 614 ჰა.

ამჟამად წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 4297 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნეს 280 000 დეკალიტრი ღვინომასალა.

ქინძმარაულის მიკროზონის განსაკუთრებული  გეოგრაფიული მდებარეობა _ დიდი კავკასიონის მაღალი მთების სამხრეთით მიბჯენილი მთისწინეთის გავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, მდინარეების ჩამონაზიდ შავფიქალებზე განვითარებული ხირხატიანი ნიადაგები. ვენახში შექმნილი მეტად ხელსაყრელი სითბური რეჟიმი და თვით ვაზის ჯიშის, საფერავის, უნიკალური თვისებები _ ეკოლოგიური პლასტიურობა, განსაზღვრავენ ორიგინალური მაღალხარისხოვანი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის, “ქინძმარაულის” სპეციფიურ საგემოვნო თვისებებს.

© საქპატენტი

ყურძნის უალკოჰოლო პროდუქტები
ყურძნის უალკოჰოლო პროდუქციის (ყურძნის წვენი, ჩურჩხელა, ფელამუში, ტკბილი კვერი და სხვა) სასრგებლო თვისებების მტკიცება ზედმეტია. ერთი ჭიქა ყურძნის წვენი ნოყიერებით თითქმის 1 ჭიქა რძეს უდრის.

ჩვენი წინაპრები უღვინოდ არ სადილობდნენ, არც ლხინს იხდიდნენ და არც სამგზავროდ მიდიოდნენ. უალკოჰოლო ნაწარმს (ჩურჩხელას, ბადაგს, თკბილ კვერს) ისინი უფრო მეტად ომიანობის დროს იყენებდნენ. ასეთი კონცენტრანტები დიდხანს ინახება (1-2 წელი), ადვილად სატარებელი და მეტად ნოყიერია. კერძოდ, ჩურჩხელა ნოყიერებით შოკოლადს არ ჩამოუვარდება. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას. მის გულში კი ნიგვზისა და თხილის სახით ბევრი ცხიმია.

ქვევრი
ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა; მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ. დღესდღეობით ქვევრში ღვინოს იშვიათად აყენებენ, მას მხოლოდ ღვინის შენახვის ფუნქცია აქვს;

არქეოლოგიური გათხრებისას, ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია - მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.

ქართული ვაზი
ქართული ვაზი ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სასხლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.

ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველოს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.

ილია იაკობიძე

გინდა გქონდეს საკუთარი მარანი?
სამარნე ადგილის შერჩევა

ქვევრების ჩასაყრელი ადგილი მიწა უნდა იყოს შავი ქვიშიანი. თუ ქვევრები იქნება ჩაყრილი ჭაობიან ადგილას, ღვინოს სიმაგრე და ძალა დაეკარგება და სიდამპლის გემოს მისცემს ქვევრი. წითელი თიხა მიწა, ან მოთეთრო კირის მსგავსი მიწა, ღვინოს გაამწარებს, ან დააძმარებს. წმინდა ალიზის მიწა, ე. ი. მოყვითალო ფერის თიხამიწა ღვინოს მიწის სუნს მისცემს. თუ სამარნე ადგილი არ შეგხვდათ შავი ქვიშიანი, მაშინ ადგილი უნდა ამოთხაროთ ღრმად, რომელსაც ჯერ ძირში უნდა ჩაუყაროთ ქვიშა, შემდეგ ქვევრები ჩადგათ და ისე ამოავსოთ ქვიშით. ქვიშა კარგია ხევის, გარეცხილი წყლისაგან, უნდა იყოს შავი ქვიშა. იმის გამო, რომ მოთეთრო ქვიშა კირის თვისებისაა, მოყვითალო ქვიშა - ალიზის თვისების, სხვაგვარი ქვიშები ღვინოს არ შეინახავს ქვევრში კარგად.

როგორ უნდა აშენდეს მარანი

მარანი უნდა აშენდეს იმგვარად, რომ არ იყოს მასში მომეტებული ტენიანობა, შიგნით ყოველთვის სიგრილე უნდა იყოს. ზამთარ-ზაფხულ ერთნაირი ჰაერი და ჰავა თუ იქნება მარანში, კარგია ღვინისათვის. იმისათვის, რომ ზაფხულში გრილად გქონდეთ მარანი და ზამთრის ჰავას გაუთანაბრდეს, მარანში მზე არ უნდა შედიოდეს, შიგნით ყოველთვის ერთნაირი ტემპერატურა უნდა იყოს. მარნის კარები გაკეთებული უნდა იყოს ჩრდილოეთის მხარეს. ამავე მხარეს უნდა ჰქონდეს პატარა ფანჯრები, რომლების კედლები შიგნიდან უნდა იყოს სიგანეზე ნახევარ მეტრამდე და გარეთ კედლების პირიდან ისე ვიწრო, როგორც თოფის სასროლი ფანჯრებია. ეს იმისათვის, რომ მარანი არ იყოს ძალიან განათებული და ამასთან ჩრდილოეთის მხრიდან მზე ვერ შევა მარნის კარ-ფანჯრიდან. მარანში სინათლე საჭიროა იმისათვის, რომ ქვევრების რეცხვაში და გაბზარული ქვევრის გახიზვაში უსანთლოთ ხედავდეს კაცი შიგნით ქვევრის კედლებს, რომ კარგად გარეცხოს და სიბნელისაგან არ დარჩეს ქვევრში სადმე გაუხიზავი ადგილი. გარეცხვისა და გახიზვის დროს ქვევრის სანთელს ხმარობენ.ცხელ ადგილებში მარანი კრამიტითაა დახურული. საჭიროა, რომ მარანს სახურავის გარდა, აგრეთვე ჰქონდეს ფიცრის სხვენი.

წესები მარნისათვის

მარანი მაჭრის დუღილის დროს ყრუდ არ უნდა იყოს დაკეტილი, რადგან დუღილისას ნახშირორჟანგის გაზი წარმოიქმნება. ამისათვის მაჭრის დუღილის დროს ყოველთვის სიფრთხილე უნდა იქონიოს კაცმა. მარნის ახლოს არ უნდა იყოს: ბოსელი, საღორე ან სხვა. მარანში არ უნდა იყოს შენახული ძმარი, წნილი, კომბოსტო, რისამე ტყავები, ყველი, ერბო, ქონი, თევზი, ზეთი, ლორი ან ძეხვები, თორემ სუნი ღვინოს გააფუჭებს.

ყოველთვის დიდი სისუფთავე უნდა იყოს მარანში.

ღვინო “ხვანჭკარა”
“ხვანჭკარა” – ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან.

ღვინო “ხვანჭკარა” ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

ღვინო “ხვანჭკარის” წარმოების მიკროზონა

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა “ხვანჭკარა” მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42030′ და აღმოსავლეთი გრძედის 43000′ კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე – რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.

ღვინო “ხვანჭკარის” მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში “ხვანჭკარის” ღვინომასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში _ ალპანასა და ორბელში.

ღვინო “ხვანჭკარის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,0

შაქრის მასური კონცენტრაცია – 30-50 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა - 5-7 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა, არა უმეტეს – 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3

გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3

თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.

ღვინო “ხვანჭკარას” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები

“ხვანჭკარის” მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 903 ჰას. აქედან ალექსანდროულსა და მუჯურეთულს უკავია 40% ე. ი. დაახლოებით 360 ჰა.

წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 2520 ტ. I ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნას 163 000 დეკალიტრი ღვინომასალა

“ხვანჭკარის” მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა –კლდეებით დაცულ ქვაბულში, მდინარე რიონისაკენ დაქანებულ ფერდობებზე შექმნილი მიკროკლიმატი, ნეშომპალა-კვარცითა და კირქვებით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები, სითბოს შთანთქმისა და გაცივების მაღალი უნარი, აბორიგენული ჯიშების ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უნიკალურობა, ორიგინალური ტექნოლოგია, განსაზღვრავს ღვინო “ხვანჭკარის” განსაკუთრებულ თვისებებს.

© საქპატენტი

მალბეკი
დახასიათება: წარმოშობის ადგილი საფრანგეთი, კერძოდ ბორდოს რეგიონი. მალბეკის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები შედის მსოფლიოს საუკეთესო წითელი ღვინის “ექვსეულში”,  საფრანგეთში და არა მარტო საფრანგეთში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მალბეკი ძირითადად გამოიყენება კუპაჟებისათვის. ჩემი აზრით საფერავთან კუპაჟში  მშვენიერი არომატული ღვინო გამოდის!

მალბეკის ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული ღვინო გამოირჩევა სავსე სხეულით, მწიფე ხილის არომატით,  ქლიავის და მაყვლის ტონები მისი ერთ-ერთი ღირსებაა… ტანინის სიმსუბუქე მას  ჰაეროვნებას ანიჭებს, გამოირჩევა მუქი წითელი ფერით.

რეკომენდირებულია მიირთვათ ცხარე სანელებლიან კერძებთან, განსაკუთრებით პომიდვრის საწებელთან და აგრეთვე შემწვარ ხორცთან.

www.winemaking.ge © George Babunidze

დუგლაძეების ღვინოების კომპანია
შ.პ.ს. “დუგლაძეების ღვინოების კომპანია” წარმოადგენს  ქართველი მეღვინეების ტრადიციების  გამგრძელებელს. იგი დაფუძნებულ იქნა 2004 წელს “გომის” უძველესი ქარხნის ბაზაზე, რომლის ისტორიაც 1903 წლიდან იწყება.

“დუგლაძეების ღვინოების კომპანიის” საწარმოებში მკაცრადაა დაცული  მეღვინეობის სრული ციკლი, რაშიც იგულისხმება საკუთარი ვანხები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში (კახეთი, ქართლე, იმერეთი, რაჭა); ყურძნის პირველადი გადამუშავების ქარხნები: ხაშმში (კახეთი), ცნობილი როგორც თავადი… ჩოლოყეშვილის მარანი, რაჭაში, სადაც ხდება ისეთი  ჯიშების დამუშავება, როგორიცაა ალექსანდროული, ხვანჭკარა და ოჯალეში, ასევე ღვინის სახლი იმერეთის რეგიონში.

მეორადი გადამუშავების ქარხანა მდებარეპბს თბილისში, იგი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, სადაც სათანადო ყურადღება ექცევა: ყურძნის გადამუშავების ახალი მეთოდების დანერგვას, ახალ მიღწევებს ღვინოების სტაბილიზაციასა და პროდუქტის დიზაინში. აქვე ხდება ღვინოებისა და კონიაკების 7, 10, 14, 17 წლიანი დაძველება.

აღსანიშნავია ყურძნის მაცერაციის პროცესის დანერგვა, რაც  იძლევა გარანტიას რომ შენარჩუნდეს ქართული ჯიშის ყურძნისათვის დამახასიათებელი  არომატი და ბუკეტი ღვინის საბოლოო პროდუქტში.  დიდ ეფექტს იძლევა დაბალ ტემპერატურებზე ფერმენტაციის საშუალება და საფუარის კულტურების მშრალი რასების გამოყენება. საქართველოში მშრალი საფუარის კულტურის  გამოყენების პიონერები არიან შ.პ.ს. “დუგლაძეების ღვინოების კომპანიის”  ტექნოლოგები, ამ მიმართულებით ექსპერიმენტები დღესაც გრძელდება. გარდა ამისა “დუგლაძეების ღვინოების კომპანიის” ღვინოები  აღემატება თავისი ხარისხით სხვა კომპანიების ღვინოებს იმით რომ წითელი ტკბილი წვენის დადუღებას ხორციელდება  საკუთარი ეფექტური მეთოდით, ამ გზით მიღებული ღვინის მასალა  გამოირჩევა შეფერილობის და არომატის მაღალი მაჩვენებლით, ტბილი და ჰავერდოვანი გემოთი.

“დუგლაძეების ღვინოების კომპანია” აწარმოებს მშრალ, ნახევრად მშრალ, წითელ და თეთრ ღვინოებს და კონიაკებს. თავისი ჩინებული ხარისხის წყალობით, ჩვენი პროდუქცია აღიარებულია არა მარტო დსთ-ს ქვეყნებში  - ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში,  არამედ კანადაში, პოლონეთში, ჩინეთში, სერბიაში.

შ.პ.ს. “დუგლაძეების ღვინოების კომპანიის”  პროდუქციამ  მოიპოვა ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, ასევე მრავალი დიპლომები საერთაშორისო გამოფენებზე.

8, Akhvlediani side, 0109, <st1:place w:st="on"><st1:city w:st="on">Tbilisi</st1:city>,</st1:place>

<st1:place w:st="on"><st1:country-region w:st="on">Georgia</st1:country-region></st1:place><o:p></o:p>Fax: 995 32 75-85-55<o:p></o:p>Phone: 995 32 76-83-43<o:p></o:p>E-Mail: dwc@internet.ge<o:p></o:p><o:p></o:p>

ქინძმარაულის მარანი
<o:p>    ღვინის კომპანია “ქინძმარაულის მარანი” დაარსდა 2001 წელს, მის საკუთრებაში შედის 500 ჰექტრამდე მიწის ფართობი, სადაც ძირითადად გაშენებულია ქართული ვაზის ენდემური, წმინდა და კეთილშობილი ჯიშის ვენახები. </o:p><o:p>     კომპანია, ყურძნის გადამუშავებასთან ერთად, ვაზის გადაშენებული ან ნახევრად გადაშენებული ჯიშების აღორძინებაზეც ზრუნავს. ამ მიზნით კომპანიას საკუთარ ტერიტორიაზე 1 ჰექტარი აქვს გამოყოფილი, სადაც ვაზის 420-მდე უიშვიათესი ჯიშის ნერგია გახარებული. ამჟამად ”ქინძმარაულის მარანი” ამუშავებს შემდეგი ჯიშის ყურძნებს: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, ვარდისფერი მუსკატი, საფერავი, კაბერნე სოვინიონი, ბუდეშური, ოცხანური საფერე. </o:p><o:p>     კომპანიის მფლობელობაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის გადამამუშავებელ-ჩამოსასხმელი ქარხანა, რომელიც მსოფლიოში ამ დარგის ყველა თანამედროვე მოთხოვნასა და სტანდარტებს აკმაყოფილებს. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს უზურნველყოფს მსოფლიოში ცნობილი იტალიური ფირმა “DELLA TOFFOLA”-ს დანადგარები, ხოლო ღვინის ჩამოსხმას “FIMMER”-ის ფირმის ჩამოსასხმელი ხაზი. ფუნქციონირებს გერმანული ფირმა “GRAVITECH”-ის აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც ღვინის ასევე ყურძნის წვენის ნებისმიერი უმაღლესი დონის ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა.      საწარმოს სიმძლავრე გათვლილია 5 მლნ ბოთლის წარმოებაზე. ”ქინძმარაულის მარანი” რეალიზაციას საერთაშორისო ბაზრებზეც ახდენს, პროდუქცია გადის უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, იაპონიაში. </o:p><o:p></o:p><o:p> </o:p><o:p></o:p><o:p>    “ქინძმარაულის მარანის” ასორტიმენტში ამჟამად შედის 22 დასახელების მაღალხარისხოვანი ღვინო, სავიზიტო ბრენდად ნახევრად ტკბილი ღვინო, “ქინძმარაული” სახელდება. 2007 წელის გაზაფხულზე კომპანიამ გაიტანა ბაზარზე ჭაჭა. </o:p><o:p>     საწარმოში დასაქმებულია 300 ადამიანი, თუმცა რთველზე დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. </o:p><o:p>      2007 წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე “პროდექსპო 2007” კომპანიის მიერ წარდგენილი 8 ბრენდიდან ორი “ზვეზდა პროდექსპო”-ს მედლით, სამი-ოქროს მედლით, სამი კი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. 2008 წლის “ლონდონის საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე” “ქინძმარაულის მარანის” მიერ წარდგენილი ბრენდი, “საფერავი მუხის”, დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით. </o:p><o:p>      2007 წლის ოქტომბერში, კომპანიამ მიიღო ISO 9001-2000 და ISO 22000-2005 სერთიფიკატები. </o:p><o:p> </o:p><o:p> </o:p><o:p>    2008 წელს გაიხსნა “ქინძმარაულის მარანის” საფირმო მაღაზია, სადაც იყიდება, როგორც ბოთლის, ასევე 6 სახეობის ჩამოსასხმელი ღვინო. </o:p>  Price-USD- KM WINE<o:p></o:p><o:p></o:p>

თელავის ღვინის მარანი
თითქმის საუკუნის წინ, კახეთში, თელავის მახლობლად, ალაზნის ველის შუაგულში დაარსდა “თელავის ღვინის მარანი”. მეოცე საუკუნის ბოლო დეკადაში, კომპანია მთლიანად იქნა განახლებული და აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით ახალი მმართველი გუნდის თაოსნობით. იმავე წელს კომპანიამ დაიწყო ვენახების გაშენება წინანდლის მიკროზონაში, კონდოლის ტერიტორიაზე, სადაც ნიადაგი შედგება საშუალო თიხნარისა და კირქვისგან, ხოლო კლიმატი მდინარის ველზე განპირობებულია უზარმაზარი კავკასიონის მთების გარემოცვით მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროს მხრიდან და ცივგომბორის მთებით მარჟვნიდან. მაღალი მთების საცავი ორივე მხრიდან, იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას და ასე, მზიანი დღეები და გრილი ღამეები  ქმნის გარანტიას ყურძნის სიმწიფისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად. მოგვიანებნით, 2004 წელს, შემგომი 31 ჰა ვენახი გაშენდა ქინძმარაულის მიკროზონაში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე. მთლიანობაში კომპანია ფლობს ვენახებს 270 ჰექტარზე, რომლებზეც გაშენებულია 12 სხვადასხვა სახეობის ვაზი. უმეტეს ნაწილზე დარგულია ქართული წარმოშობის ჯიშები, როგორიებიცაა: საფერავი, ალექსანდრეული, მუჯურეთული, უსახელაური, რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცხოური ჯიშები: კაბერნე სოვინიონი, მალბეკი, მერლო, შარდონე და რიზლინგი.

აწმყო, წარსულის მოგონებებით, რომელიც შერწყმულია განახლებებისა და ექსპერიმანტების მომავალ სწრაფვასთან ქართული უძველესი მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნებით, ჰპოვებს თავის გამოხატულებას “თელავის ღვინის მარნის”  “მარანი”-ს ღვინოებში…. მაგრამ ტრადიციები კვლავ იმ დედაბოძის სახეს ინარჩუნებს, რომელიც განსზღვრავს ჩვენს მომავალს.

კომპანია აწარმოებს 4 სხვადასხვა ტიპის ღვინოს “მარანი”-ს ნიშნის ქვეშ: სუფრის, რეგიონალური, ადგილწარმოშობის და ორდინარულ ღვინოებს.

ჟილდოები: თელავის ღვინის მარანს მოპოვებული აქვს 150-ზე მეტი ოქროს, ვერცხლის, ბრონზის მედლები მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეჟიბრებებზე: London International Wine & Spirits Competition, International Wine Challenge londoni, Concourse Mundial de Brussels, Vinalies Internationales პარიზი, Decanter World Wine award ლონდონი, San Diego Wine competition და სხვა მრავალი.

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემაში მიღებული სერთიფიკატები ISO 2200:2005 და ISO 9001:2000-ის მიხედვით ამტკიცებს ხარისხის სტანდარტების უწყვეტ დანერგვას, რაც ყოველწლიურად გადააჭარბებს კლიენტურის მოლოდინს.